“ჩემი ცხოვრების მთავარი ამბავი მიშასთან შეხვედრა იყო” – სოფო ნიჟარაძის აღიარება

57

მომღერალი სოფო ნიჟარაძე დიდი ხანია ჟურნალისტებთან საუბარს თავს არიდებს. საზოგადოებას მისი გულახდილი ინტერვიუ რამდენიმე წელია არ უნახავს.
სოფო ტვ პირველზე, გადაცემა “პირველ სტუდიას” სტუმრობდა და წამყვანის კითხვებს ღიად უპასუხა.
მომღერალი ამბობს, რომ შვილის დაბადება და მასთან პირველი შეხვედრა მისი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო. თუმცა წამყვანის ტრადიციულ კითხვაზე – “რა არის შენი ცხოვრების მთავარი ამბავი”, სოფომ საინტერესო პასუხი გასცა.

“ჩემი ცხოვრების მთავარი ამბავი, ალბათ, მიშასთან შეხვედრა იყო. იმიტომ რომ იმ დღეს იმ ადგილას საერთოდ არ უნდა ვყოფილიყავი და ეს უბრალოდ, შემთხვევით მოხდა.
ამ შეხვედრამ განაპირობა მერე ყველაფერი და ეს ყველაფერი კავშირშია ალისასთან,” – თქვა მომღერალმა.

ზმნა