ნუკი კოშკელიშვილი სამშობიაროდან ემოციურ პოსტს ავრცელებს

62

ნუკი კოშკელიშვილი სამშობიაროდან ემოციურ პოსტს და ფოტოებს ავრცელებს.

“დილის 5 საათზე დამეწყო ტკივილები, არ მოგატყუებთ მეგონა ამასაც წინა ორსულობის მსგავსად დაჩქარებით გავაჩენდი. ვითმინე გათენებამდე, გამთენიისას ბენსაც გავაგებინე და დავიწყეთ ათვლა. ამერიკაში რეკომენდაცია მიხვიდე სამშობიაროში თუ..
ა) დაღვარე წყლები
ბ) გაქვს 5 წუთში ერთხელ ტკივილები ერთი საათის განვმალობაში
გ) ტკივილი გაქს ისეთი რომ საუბარი გიჭირს.
რომ გათენდა ბენი გავუშვი სამსახურში უცბად გადავივლე, თმა დავივარცხნე 🫣, მაკიაჟი გავიკეთე და ვეცი შეკვეთებს, რომ ჩამორჩენა და დაგვიანება არ გვქონოდა @nukicosmetics . ბოლო შეკვეთებზე უკვე ვყმუოდი და ბენს დავურეკე, მალევე მოვიდა და წავედით.
უცნაურია კვდები ტკივილისგან და დარდობ ხომ არ წამოიყვანე ქმარი ტყუილად სამსახურიდან, ტყუილად ხომ არ მოვედი სამშობიაროში ამდენი ადამიანი შევაწუხე, თუ მარტო მე მჭირს ეს.
გასინჯვის მერე დამიდასტურეს კიდევ კაი მოხვედიო.. მოვედი და დავრჩი.
ეპედურალურ გაყუჩებას მე დიდ რეკომენდაციას ვუწევ, მას მერე რაც გავყუჩდი დაიწყო არხეინად გართობა, ვიცინეთ კიდეც, ვიხუმრედ კიდეც და ბოლოს შიოც გავიცანით.
ვლოგს ვიღებ და სახლში რომ მივალ აუცილებლად დავდებ ამ დღეებში, ახლა კვლავ სამშობიაროში ვარ, ბენს სძინავს, შიო ჭამს მე კიდევ ორი წუთი მოვნახე რომ მოგაყაროთ ფოტოები. ყველას დიდი მადლობა მოლოცვისთვის და გულშემატკივრობისთვის 🥰❤️”, – წერს ნუკი კოშკელიშვილი.