ბოლო პერიოდში UFC-ის ჩემპიონის, ილია თოფურიას პირადი ცხოვრება ესპანური მედიის გაძლიერებული ინტერესის საგანი გახდა. საუბარია ორ პარალელურ პროცესზე: სამართლებრივ დავაზე მის ყოფილ მეუღლესთან და გავრცელებულ ინფორმაციაზე მისი ახალი პირადი ურთიერთობების შესახებ…
“ასტონ მარტინი“ და იდუმალი კომპანიონი: რა მოხდა მაჟადაონდაში?
ვიდრე თოფურიას ოფიციალური წარმომადგენლები და “სპიკერები“ ყველანაირად ცდილობენ დაამტკიცონ, რომ ჩემპიონი ამჟამად მარტოა და მხოლოდ შვილებზე ფიქრობს, ჟურნალისტ დანიელ კარანდეს მიერ მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ესპანური მედია მის ახალ რჩეულზე აქტიურად წერს.
როგორც მედია წერს, მოვლენები მადრიდის მახლობლად, მაჟადაონდაში, პოპულარულ კაფე-რესტორან “Santino“-ს ტერასაზე განვითარდა.
6 იანვარს, დაახლოებით, დღის 12 საათზე, ილია იქ თავისი მდიდრული Aston Martin-ით მივიდა. აღსანიშნავია, რომ ეს მისი უკვე მეორე ამ ბრენდის ავტომობილია – პირველი ნაცრისფერი იყო, ეს კი შთამბეჭდავი ლურჯი ფერისაა და დაახლოებით 180 000 ევრო ღირს.
თვითმხილველები და ჟურნალისტები აღწერენ, რომ ილია მარტო არ ყოფილა. მასთან ერთად იყო ახალგაზრდა, ძალიან მიმზიდველი ქალი, რომლის ვიზუალიც მედიაში სხვადასხვანაირად აღიწერება: ზოგი მას “შთამბეჭდავ ქერას“ უწოდებს, ზოგი კი აღნიშნავს, რომ მას მოკლე, წაბლისფერი თმა და ბავშვური ნაკვთები აქვს. მთავარი დეტალი კი წყვილი ქცევაა:
“ისინი საუზმობდნენ (მიირთმევდნენ კრუასანებს) და სრულიად ბუნებრივად იქცეოდნენ. არ ცდილობდნენ დამალვას… თვითმხილველები თქმით, რომ ისინი საკმაოდ ინტიმურად საუბრობდნენ და ესიყვარულებოდნენ ერთმანეთს… ”
ეს ამბავი მედიისთვის განსაკუთრებით საინტერესო იმიტომ გახდა, რომ სულ რამდენიმე საათში თოფურია სასამართლოში უნდა გამოცხადებულიყო, სადაც ის “შეწუხებული მამის“ როლში უნდა წარმდგარიყო.
მებრძოლთან დაახლოებული წყაროები უარყოფენ, რომ მას ახალი პარტნიორი ჰყავს და განმარტავენ, რომ მას უკვე თვეებია არანაირი ურთიერთობა აღარ აქვს ყოფილ მეუღლესთან, ჯორჯინა უზკატეგისთან.
“ის დიდი ხანია დაშორებულია და თავისუფალია ჰყავდეს იმდენი მეგობარი გოგონა, რამდენიც მოესურვება, მაგრამ რაც შეეხება პარტნიორს (წყვილს) – მსგავსი არაფერია“, – ამბობენ ისინი.
მიუხედავად იმისა, რომ მედიის ინფორმაციით, კაფეში თოფურია და მისი თანმხლები შეყვარებული წყვილივით იქცეოდნენ, თოფურიას მეგობრები ამბობენ, რომ ეს არ ყოფილა პაემანი. მათი მტკიცებით, ილია საერთოდ არ არის ისეთი ტიპაჟი, რომელიც ქუჩაში ან კაფეში ვინმეს ეალერსება, ამიტომ ჟურნალისტების მიერ აღწერილი სცენა (კოცნა და მოფერება) სიმართლეს არ შეესაბამება. მათი თქმით, “ის ახლა თავისუფალია და არავინ ჰყავს.“
სასამართლო დავა: გამარჯვება თუ იურიდიული ჩიხი?
ბოლო დღეებში თოფურიას მხარდამჭერმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს მან “დიდი გამარჯვება“ მოიპოვა სასამართლოში, რადგან მოსამართლემ მის ყოფილ მეუღლეს, ჯორჯინა უზკატეგუის, შვილთან ერთად მაიამიში გამგზავრების უფლება არ მისცა. ცნობილი ჟურნალისტი ბეატრის კორტასარი ამ ფაქტს “აბსოლუტურ სისულელეს“ უწოდებს და განმარტავს რეალურ იურიდიულ სურათს:
ბავშვს გამგზავრება აეკრძალა არა თოფურიას რაიმე განსაკუთრებული დამსახურების გამო, არამედ იმიტომ, რომ მშობლების დაშორების შემდეგ მისი სამართლებრივი სტატუსი ჯერ კიდევ დაურეგულირებელია.
ჯორჯინა ითხოვს სრულ მეურვეობას (custodia absoluta), ხოლო ილია – ერთობლივს (compartida). ვიდრე მხარეებს ერთმანეთის სარჩელები ოფიციალურად არ ჩაჰბარებიათ და არ გაფორმებულა მარეგულირებელი შეთანხმება, ბავშვს ქვეყნის დატოვების უფლება კანონით არ აქვს.
როგორც კი ოფიციალური შეთანხმება გაფორმდება, რომელიც დაიცავს ბავშვის უფლებებს, მას მოგზაურობის უფლება მიეცემა.
ბრალდებები: შანტაჟი, ძალადობა და საიმიჯო კამპანია
სტატიაში ხაზგასმულია თოფურიას მიერ გადადგმული “უხეში“ ნაბიჯები. მან გაავრცელა განცხადება, სადაც თავისი შვილის დედას “შანტაჟისტს“ უწოდებს. მისი ვერსიით, ჯორჯინამ მას სასტიკი მოპყრობის (ოჯახში ძალადობის) გამო მხოლოდ იმიტომ უჩივლა, რომ ფინანსურ პირობებზე ვერ შეთანხმდნენ.
ამ ნაბიჯმა ჯორჯინა საშინელი დარტყმის ქვეშ დააყენა. თოფურიას მილიონობით გამომწერმა სოციალურ ქსელებში ქალს შეურაცხყოფისა და სიკვდილის მუქარის ნამდვილი ტალღა დაატეხა თავს. ამჟამად ჯორჯინა იმდენად შეშინებულია, რომ სახლიდან გასვლას ვერ ბედავს და დაცვას ითხოვს – წერს ადგილობრივი მედია.
სად არის სიმართლე?
ვიდრე თოფურია სასამართლოდან გამოსული აცხადებდა, რომ “ბედნიერია თავისი გოგონას ნახვით“ და ამბობს, რომ 4 თვეა ბავშვი არ უნახავს, მეორე მხარე ამბობს, რომ ნახვა ყოველთვის შეეძლო სახლის ბაღში, უსაფრთხოების გარანტიით.
“აშკარაა, რომ ილია თოფურია ცდილობს ახალი ცხოვრების აწყობას (შესაძლოა, ახალ პარტნიორთან ერთად), მაგრამ წარსული ურთიერთობის ნანგრევები და მწვავე სასამართლო დავები (როგორც სამოქალაქო, ისე სისხლის სამართლის – ძალადობის მუხლით) კვლავაც მისი ცხოვრების მთავარ თემად რჩება” – წერს ესპანელი ჟურნალისტი ბეატრის კორტასარი.