“შემახვედრეთ თუ შეიძლება?“ – ვინ არის კაცი რომლის შესრულებამ სოცქსელები დაიპყრო და ცნობილი მომღერალი გელა დონაძე ეხმაურება

55

„ტიკტოკზე“ გავრცელდა ვიდეო, სადაც კაცი ლეგენდარულ სიმღერას „კახეთო“ შესანიშნავად ასრულებს. ვიდეო ერთ-ერთი რესტორნის სამზარეულოშია გადაღებული.

კომენტარებში მომღერალი გელა დონაძე აღფრთოვანებას ვერ მალავს და წერს: “ეს კარგი კაცი მინდა გავიცნო. შემახვედრეთ თუ შეიძლება”.

კომენტარებში წერენ, რომ მას ედო ჰქვია. თუმცა ზუსტი ვინაობა ჯერ უცნობია.

“ედოოო, სასწაული კაციააა ხალხნოოო, ჩვენთან მუშაობდა სწიუარდად, აიი ვერ გადმოვცემ სიტყვებით, ეს სულ მცირედია რაც შეუძლია მაგასთან შედარებით, ყველა უნდა იცნობდეს ამ ადამიანს”;

“ხალხნო თქვენც ის გესმით, რაც მე? რა შესრულება,რა სუნთქვა! უმაგრესი ადამიანი ბრძანდება”;

“არ ვიცი ვინ არის,მაგრამ ძალიან მაგრად მინდა რომ ჩავეხუტო,იშვიათია ასეთი სუფთა თვალები და ღიმილი🩷🩷🩷 გთხოვთ ვინმემ მიაქციეთ ყურადღება და ამღერეთ ეს ადამიანი,თანამშრომლებში რომ გაუმართლა კი ეტყობა”, – წერია კომენტარებში.

 

@tengolatsabize

♬ original sound – LatsabidzeTengiza