“წმ. თამარის უნიკალური ფრესკა ჩამოსაჯდომ-მისაყუდებელ ადგილად უქცევია”

333

დეკანოზი ილია ჭიღლაძე ყინწვისის მონასტერში თამარ მეფის უნიკალურ ფრესკისთვის შექმნილ საფრთხეზე სოციალურ ქსელში წერს. მან თავის Facebook გვერდზე გამოაქვეყნა ფრესკის ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ თამარ მეფის ფრესკაზე სკამია მიყუდებული.

სამწუხაროა, რომ წმ. თამარის უნიკალური ფრესკა ჩამოსაჯდომ-მისაყუდებელ ადგილად უქცევია ყინწვისის მონასტრის დღევანდელ მწყემსებს. როგორ დაგვიქვეითდა გრძნობა, მოწიწება და გონიერება ერთია, მეორე ის რომ ამით ფრესკის ქვედა ნაწილის გაცრეცვა-წაშლის საფრთხე შეიქმნა. არ დასრულდა თვითნებური და უგნური თვითშემოქმედება ყინწვისის მსოფლიო მნიშვნელობის ისტორიულ მონასტერში”. – წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.