“ჯასტინს ჩემი ინდივიდუალობა უყვარს. უმაკიაჟოდ და თმაგაჩეჩილი, როცა საწოლიდან ახალი ამდგარი ვარ. ეს ძალიან დასაფასებელია, როცა მამაკაცი გახსენებს, რომ შენ ღირებული ხარ ნიღბის გარეშეც. ნამდვილ კავშირს სწორედ ეს წარმოქმნის. ჩემს მეუღლეს ჩემი ქალურობაც უყვარს და მას საკუთარი მზრუნველობით უვლის. ამ ურთიერთობაში თავს ძლიერ, სექსუალურ და თავდაჯერებულ ქალად ვგრძნობ,” – სწორედ ეს არის სიტყვები, რომლებითაც ჰეილი ბიბერმა ჯასტინთან ურთიერთობის შესახებ Vogue-ის იტალიურ გამოცემასთან ისაუბრა. თუმცაღა ის ყველაფერი, რაზეც წყვილი საუბრობს არანაკლებ იკითხება ჟურნალისთვის გადაღებულ კადრებში, რომლებიც თვის სენსაციად იქცა.