„53 წლის ასაკში თავი დავანებე სიგარეტის მოწევას”

44

ეკა ხოფერიამ საკუთარ იუთუბ გადაცემაში ცხოვრების მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე ისაუბრა. ტელეწამყვანმა გაიხსენა პერიოდი, როცა მის ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნა, რამაც მავნე ჩვევაზე უარის თქმისკენ უბიძგა:

„53 წლის ასაკში თავი დავანებე სიგარეტის მოწევას. როგორ დავანებე თავი?

წავედი სკრინინგ ცენტრში მორიგი გასინჯვისთვის. ძუძუს სკრინიგისას, ექოსკოპიის პროცედურა, რომელიც მანამდე 20 წუთს გრძელდებოდა, ამჯერად არ დამთავრდა. მეუბნებიან, იქიდან შევამოწმოთ, აქედან შევამოწმოთ… გადის საათი. ამ დროს არც თავს ვაძლევ რაიმე პირობას, არც – ღმერთს. ველოდები რით დასრულდება, არადა, ვხედავ, რომ ყველა პირობაა იმისა, რომ თქვან, რაღაც პატარა პრობლემა გაქვსო. მითხრეს, თუ პატარა პრობლემაა, არაფერია, დავთესავთ და გავიგებთო.  რომ დაასრულა ექოსკოპია ექიმმა და თქვა, არაფერი არ არის და ერთ წელიწადში მოდიო, ვუთხარი, მე კი ამასობაში სიგარეტს თავი დავანებე-მეთქი.

ყველას მოგიწოდებთ, რაც უფრო მალე დაანებებთ სიგარეტს თავს, მით უკეთესი. არც წონაში მომიმატებია. შემიძლია აბსოლუტური დარწმუნებით გითხრათ, რომ ეს ყველაფერი ტვინიდან მოდის. არც მოიმატებთ, არც არაფერი დაგემართებათ და ამაზე კარგს თქვენს თავს ვერც ვერაფერს გაუკეთებთ. ეს რჩევა მიიღეთ ჩემგან – ეკა ხოფერიასგან. ერთბაშად ყველამ დაანებეთ სიგარეტს თავი“, – ამბობს ეკა ხოფერია მონოლოგში.