სომხეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლემ, ანა ჰაკოფიანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი და ნიკოლ ფაშინიანის სამოქალაქო ქორწინება დასრულდა.
„ძვირფასო თანამემამულენო, გაცნობებთ, რომ ჩემი და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის სამოქალაქო ქორწინება დასრულებულია. ყველას გთხოვთ, გამოიჩინოთ თავშეკავება და კორექტულობა ამ თემის გარშემო“, – დაწერა ჰაკოფიანმა.