„წარმოუდგენლად დაიძაბა მდგომარეობა ჩვენ გარშემო… ჩვენი მდებარეობა ყოველთვის იყო ისეთი, რომ ჩვენ ძალაუნებურად ვხვდებოდით ამ ქარცეცხლში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ფრთხილად გამოვალთ ამ მდგომარეობიდან”, – ამბობს მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე ვიდეო-მიმართვაში და იმედოვნებს, რომ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის არსებული დაძაბული მდგომარეობა მალე დასტაბილურდება, თუმცა ცხადია, პროგნოზს ვერ გააკეთებს პანდემიაზე.
„ახლახან მივიღე მოწვევა ბარსელონადან და გადავწყვიტე, დავუბრუნდე სამსახურს”, – ამბობს ის.