“მამა გთხოვ ღმერთს უთხარი რომ უფრო მეტად უყვარდეს უმამოდ დარჩენილი გოგოები“

3

მომღერალი ნინი ქარსელაძე სოციალურ ქსელში გარდაცვლილ მამას იხსენებს.

„დღეს ჩემი მთავარი ადამიანი დაიბადა! მამა, გთხოვ ღმერთს უთხარი, რომ უფრო მეტად უყვარდეს უმამოდ დარჩენილი გოგოები…“ – წერს ნინი ქარსელაძე.

ნინი ქარსელაძის მამა, თეიმურაზ (თეკუჩა) ქარსელაძე 63 წლის გახდებოდა. ცნობისთვის, თეკუჩა ქარსელაძე 2019 წელს ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მალევე გარდაიცვალა.