მეგან მარკლმა ქალიშვილთან ერთად გადაღებული იშვიათი ფოტო გამოაქვეყნა

46

მეგან მარკლმა სოციალურ ქსელში ქალიშვილთან, ლილიბეტთან ერთად გადაღებული იშვიათი ფოტო გამოაქვეყნა.

„ქალისთვის, ვინც ერთ დღეს ის იქნება… გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს“, – დაწერა სასექსის ჰერცოგინიამ პოსტის აღწერაში. 

მეგან მარკლი შვილების ფოტოებს იშვიათად ასაჯაროებს. თუმცა, ამ მხრივ გამონაკლისი ქალების საერთაშორისო დღეა ხოლმე. ტრადიციას მარკლი არცერთ წელს არ ღალატობს.