“შეუძლებელი იყო უარის თქმა და მეუღლის იმედგაცრუება…” – ხვიჩა კვარაცხელიას ექსკლუზიური ინტერვიუ Le Parisien-თან

4

ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის მერ­ვე­დფი­ნა­ლის პირ­ვე­ლი მატ­ჩის­თვის ემ­ზა­დე­ბა, სა­დაც მისი “პარი სენ-ჟერ­მე­ნი“ “ჩელ­სის“ და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა. გუნ­დის მი­ზა­ნი შემ­დეგ ეტაპ­ზე გას­ვლა, გა­სულ წელს მო­პო­ვე­ბუ­ლი ევ­რო­პუ­ლი ტი­ტუ­ლის დაც­ვა და წინა სე­ზო­ნის წარ­მა­ტე­ბის გა­მე­ო­რე­ბაა.

ქარ­თველ­მა გა­რე­მარბმა, რო­მე­ლიც პა­რი­ზუ­ლი კლუ­ბის საკ­ვან­ძო მო­თა­მა­შეა, ვრცლად ისა­უბ­რა გა­მო­ცე­მა Le Parisien-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში. მან გა­ნი­ხი­ლა მა­რა­დო­ნას­თან შე­და­რე­ბე­ბი, “ნა­პო­ლი­ში“ გა­ტა­რე­ბუ­ლი პე­რი­ო­დი და მისი გა­მოც­დი­ლე­ბა საფ­რან­გე­თის დე­და­ქა­ლაქ­ში.
ინ­ტერ­ვი­უს და­სა­წყის­ში­ვე კვა­რა­ცხე­ლია და­უბ­რუნ­და იმ შე­და­რე­ბებს, რომ­ლე­ბიც ნე­ა­პოლ­ში ყოფ­ნი­სას, სკუ­დე­ტოს მო­გე­ბის ფონ­ზე გაჩ­ნდა:

შე­და­რე­ბა მა­რა­დო­ნას­თან
ინ­ტერ­ვი­უს და­სა­წყის­ში­ვე კვა­რა­ცხე­ლია და­უბ­რუნ­და იმ შე­და­რე­ბებს, რომ­ლე­ბიც ნე­ა­პოლ­ში ყოფ­ნი­სას, სკუ­დე­ტოს მო­გე­ბის ფონ­ზე გაჩ­ნდა:

– ნე­ა­პოლ­ში მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ჯორჯ ბესტს ვგავ­დი. ის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­თა­მა­შე იყო, ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო. ალ­ბათ, კი­დევ უფრო დიდი ფეხ­ბურ­თე­ლი იქ­ნე­ბო­და, მისი ცხოვ­რე­ბა ასე­თი რთუ­ლი რომ არ ყო­ფი­ლი­ყო… თუმ­ცა ვა­ღი­ა­რებ, მომ­წონს ამ ტი­პის შე­და­რე­ბე­ბი. მა­რა­დო­ნას­თან შე­და­რე­ბა, რა თქმა უნდა, დიდი ტვირ­თია. მას ვე­რა­ვინ შე­ედ­რე­ბა. მაგ­რამ რო­დე­საც გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი “კვა­რა­დო­ნას“ მე­ძახ­დნენ, ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი, რად­გან ეს აჩ­ვე­ნებ­და, თუ რო­გორ ვუყ­ვარ­დი მათ. ამან ჩემ­ზე დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა და ვა­მა­ყობ­დი.

“PSG- ში გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, რომ მსოფ­ლიო დო­ნის ვარ­სკვლა­ვი ვარ”
– პა­რიზ­ში ყოფ­ნი­სას ბევ­რად გა­ვი­ზარ­დე და მო­ე­დან­ზე “მე­ო­მა­რი“ გავ­ხდი. ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ 100%-ით და­ვი­ხარ­ჯო, თუნ­დაც დაც­ვა­ში. “ნა­პო­ლი­ში“ ამას ასე ხში­რად არ ვა­კე­თებ­დი, მწვრთნე­ლი კი და­მეხ­მა­რა, რომ ამ კუ­თხით ძა­ლი­ან გა­ვუმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი­ყა­ვი.

ვფიქრობ, როცა PSG-მ დამირეკა, ჩემი მეუღლე ყველაზე ბედნიერი ადამიანი იყო მსოფლიოში.
კვარაცხელიას სურვილი, პარიზში აღმოჩენილიყო, მოულოდნელი არ ყოფილა; მისი გარემოცვის გავლენა ყოველთვის საგრძნობი იყო. ეს ფეხბურთელისა და მისი მეუღლის საერთო ოცნება იყო, თუმცა ამ შანსის გამოყენება მარტივი არ გახლდათ კლუბში, სადაც ადგილები უკვე დაკავებული ჩანდა.

 – სანამ კლუბი დამიკავშირდებოდა, ნიცა სულ მეუბნებოდა: „წარმოიდგინე, ერთ დღესაც PSG-ში რომ ითამაშო, იქ ცხოვრება დაუჯერებელი იქნებაო…“

სხვა ვარიანტები და შემოთავაზებებიც მქონდა, მაგრამ იმ გზამ, თუ როგორ წარმომიდგინეს პროექტი მწვრთნელმა და სპორტულმა დირექტორმა, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. არ მიყოყმანია, ჩემს აგენტს უბრალოდ ვუთხარი, რომ PSG-ში გადასვლა მინდოდა.

უპირველეს ყოვლისა, შეუძლებელი იყო უარის თქმა და მეუღლის იმედგაცრუება…
დიდი სიამაყეა, რომ ახლა „პარიზელ ქართველად“ მიცნობენ.

როცა ჩემი ნაირი პატარა ქვეყნიდან მოდიხარ და მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს გუნდში ხვდები, ეს ნამდვილი ოცნებაა! „ნაპოლიში“ გადასვლაც უკვე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის და ამით ვამაყობდი, მაგრამ PSG-ს ზარმა მაგრძნობინა, რომ ნამდვილად მსოფლიო დონის მოთამაშე ვარ.