“დღეს ნათლიაჩემის, ალექსანდრე ბასილაიას დაბადების დღეა. 84 წლის გახდებოდა…
მთელი ცხოვრება ვიამაყებ იმით, რომ მისი ნათლული და მოსწავლე ვარ.
როგორი ფაქიზი სული და კეთილშობილი ბუნებაც ჰქონდა, ზუსტად ისეთი სიმღერები დაგვიტოვა – სიყვარულით, სიკეთითა და სილამაზით სავსე…
საუკუნეებს გაუძლებს მისი შემოქმედება და სწორედ ესაა ნამდვილი უკვდავება!.. “მხოლოდ ოსტატს ვერ ეწევა სიკვდილი…” ან სხვაგვარად, როგორც ნათლიაჩემის სიმღერაშია: “ჩვენ წავალთ და ამქვეყნად, სიმღერები დარჩება!..”