„ბზიკების“ სიმღერა, რომლითაც საქართველო ევროვიზია 2026-ზე წარდგება

39

საქართველოს ევროვიზიის წლევანდელი წარმომადგენლების საიმიჯო ვიდეორგოლი უკვე ცნობილია. სიმღერის პრემიერა ოფიციალურ „იუთუბ“-პლატფორმაზე რამდენიმე საათის წინ შედგა, რომელმაც რამდენიმე საათში 100 ათასზე მეტი ნახვა დააგროვა.

წელს პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსზე საქართველოს საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებულები – „ბზიკები“ წარადგენენ.

2008 წლის ტრიუმფის შემდეგ, ჯგუფი დიდ სცენაზე კვლავ იმავე შემოქმედებით გუნდთან ერთად ბრუნდება.

სიმღერა „ბზიკებისთვის“ გიგა კუხიანიძემ დაწერა, საიმიჯო ვიდეორგოლის რეჟისორი ზაზა ორაშვილია.

საიუბილეო, რიგით 70-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსს ავსტრიის დედაქალაქი ვენა უმასპინძლებს. საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე, რომელიც 12, 14 და 16 მაისს გაიმართება, წელს 35 ქვეყანა მონაწილეობს. საქართველო მაყურებლის წინაშე პირველ ნახევარფინალურ ტურში, 12 მაისს წარდგება.