“თამარ შენ სერიოზული პრობლემები გაქვს” – ნეკა დოროყაშვილმა თამარ ჩერგოლეიშვილს მიმართა

65

პოდკასტ “სარკასტიკაში” თამარ ჩერგოლეიშვილის სტუმრობას და მის მიერ ერთ-ერთ წინა სტუმარზე, ნეკა დოროყაშვილზე გაკეთებულ კომენტარს, სპეციალური ვიდეოთი, თავად ნეკა გამოეხმაურა.
“გადაცემა “სარკასტიკას” მოვკარი თვალი, ჩემზე ლაპარაკობდნენ და ამიტომ გავამახვილე ყურადღება.

თამარ ჩერგოლეიშვილის აზრით, მე ვერა ვარ კარგად და მენტალური პრობლემები მაქვს. ნეტავ თავისი თავისთვის სარკეში ერთი-ერთზე შეუხედავს? რა საინტერესოა, ჩერგოლეიშვილისნაირი ადამიანი ჩემზე რომ კომენტარს გააკეთებს… ჩემი აზრით, უნდა შერცხვეს. მე ჩემი პიროვნული ღირებულებებიდან გამომდინარე, არავის არ ვაკნინებ, არ ვარ მიდრეკილი, რომ ვინმე დავამცირო. იმიტომ, რომ ძლიერი ადამიანი არ ცდილობს ვინმე დაამციროს და ვინმეზე ცუდი კომენტარი გააკეთოს.
თამარ, შენ, ჩემი აზრით, ძალიან სერიოზული პრობლემები გაქვს ცხოვრებისეულად და თან ისეთ ასაკში ხარ, ძალიან ძნელია, რომ ამას მიხვდე,” – მიმართა ნეკა დოროყაშვილმა თამარ ჩერგოლეიშვილს.
შეგახსენებთ, თამარ ჩერგოლეიშვილმა ნეკა დოროყაშვილის სახელი მაშინ ახსენა, როცა ცდილობდა აეხსნა, როგორ გაარკვია, რომელი გადაცემა იყო “სარკასტიკა”.
“როცა გადაცემაში მიმიწვიეს, ასე ამიხსნეს, ნეკა დოროყაშვილი რომ იყო, ის გადაცემააო.
სიმართლე გითხრათ, ემპათიით განვეწყვე იმ გოგოს მიმართ, რადგან უცნაურ მდგომარეობაში იყო აქ. არ მინდა, რომ რამე ცუდი ვთქვა,” – თქვა ჩერგოლეიშვილმა.