ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში, ტელეწამყვან ვასიკო ოდიშვილის გადაცემას ეხმაურება.
“საბრალო, ეს რა დღეში ჩაუგდია ,,იმედის,, მონობას, თავის შეფებზე რომ იღადაოს, გადაეცით და ,,იმედის,, მიკროფონზე,რომელიც, დარწმუნებული ვარ, არც ერთ თანამშრომელს არ უყვარს, ( მე მართლა ვგიჟდები ჩემი ტელევიზიის მიკროფონზე). რა რთულია მონის ხვედრი ამ ქვეყანაში, არადა, ოდესღაც ღადაობდა ეს ქლიავი,” – წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ტელეწამყვანმა ვასიკო ოდიშვილმა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, საკუთარ იუმორისტულ გადაცემაში, ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას ვიდეოს გამოეხმაურა, რომელშიც გრიგოლიამ “ტელოკომპანია პირველის” მიკროფონს აკოცა.