ნანკა კალატოზიშვილის შვილს, კორონავირუსის დიაგნოზი არასწორად დაუსვეს

637

მსახიობ ნანკა კალატოზიშვილის ძმა, გიორი კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“ჩემ დის შვილზე, დანიზე:
👉 ერთმა კლინიკამ – კორონავირუსი აქვსო.
👉 სხვა ლაბორატორიაში გადამოწმების მიზნით ჩატარებულ ხელმეორე ანალიზში არაფერი გამოვლინდა.
👉 100%-იანი გარანტიისთვის ლუგარის ცენტრში დღეს ჩაუტარდა დანის გამოკვლევა და გვითხრეს ის, რომ იმის ნიშანი, ან კვალი არსად ჩანს, რომ გადაიტანა.
ახლა ისმის კითხვა – უნდა ვუჩივლოთ თუ არა პირველ ლაბორატორიას მორალური ზიანისთვის, ფსიქოლოგიური ტრამვისთვის და 7 წლის ბავშვის სტრესში ჩაგდებისთვის?!
Ministry Of Labour, Health And Social Affairs Of Georgia რატომ არ აკონტროლებთ სათანადოდ ასეთ ლაბორატორიებს?! სტრესის გარდა ნანკამ ამ სამ კლინიკაში ჯამში 600 ლარი დახარჯა და რომელ კრიზის მენეჯმენტზე და წარმატებულ ჯანდაცვის სისტემაზე მელაპარაკებით, ფულის მკეთებელი კანტორები ვერ გაგიკონტროლებიათ!”