ჰანდე ერჩელი მიმართვას ავრცელებს

62

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთში მსახიობ ჰანდე ერჩელის დაკავების ორდერი გაიცა.  საქმე ნარკოტიკებთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება. ამავე საქმეზე დაკავებულია 14 პირი.

ცოტა ხნის წინ თავად მსახიობმა მიმართვა გაავრცელა

სწავლის გამო დაახლოებით ერთი თვეა საზღვარგარეთ ვარ.

გუშინ ღამით, თქვენსავით, ამ საკითხის შესახებ საინფორმაციო საშუალებებიდან გავიგე და ჩემს ქვეყანაში დავბრუნდები სიტუაციის გასარკვევად, საჭირო განცხადებების გასაკეთებლად და ჩვენების მისაცემად.

მე ვარ ადამიანი, რომელსაც უყვარს ჩემი ქვეყანა და ენდობა ჩემს მთავრობას და თურქულ მართლმსაჯულებას. მჯერა, რომ სიტუაცია რაც შეიძლება მალე გაირკვევა“,– წერს მსახიობი.