სოფი ქალიშვილი აღარაა და დიოკერეშისგან 4,5 მილიონი$ გამოიმუშავა – “მსოფლიოში ყველაზე მიუღწველი” ქალის სკანდალური განცხადება

4

OnlyFans-ის 21 წლის ამერიკელმა მოდელმა სოფი რეინმა განაცხადა, რომ მისი ყველაზე მხარჯველი გამომწერი “არსენალის” შვედი ფორვარდი ვიქტორ დიოკერეშია.

გოგონამ აღნიშნა, რომ ფეხბურთელმა მის პრემიუმ Online კონტენტზე 4,5 მილიონი დოლარი დახარჯა. რეინმა ასევე თქვა, რომ ინფორმაცია კონფიდენციალური იყო და მისი გასაჯაროვების გამო შესაძლოა, დიოკერეშმა უჩივლოს. 

სოფი რეინმა ასევე თქვა, რომ ქალიშვილი აღარაა. ის საზოგადოების ყურადღების ცენტრში ჯერ კიდევ 1 წლის წინ  სწორედ ქალიშვილობასთან დაკავშირებული განცხადების გამო მოექცა.

2025 წლის 13 აგვისტოს Banging’ Out-თან ინტერვიუში მან თქვა, რომ ქალიშვილია. სოფიმ აღნიშნა, რომ ქრისტიანია და OnlyFans-ზე მისი მუშაობა შესაძლოა უცნაურად ჩანდეს, რადგან მას სხვა შეხედულებები აქვს. 

გარდა ამისა, 21 წლის გოგონამ Jam Press-თან ინტერვიუში საკუთარ თავს “მსოფლიოში ყველაზე მიუღწეველი ქალი” უწოდა, სადაც ჩამოთვალა კრიტერიუმები, რომლებიც მამაკაცებმა უნდა დააკმაყოფილონ, თუ მასთან ურთიერთობა სურთ.

“ჩემი უცვლელი კრიტერიუმები საკმაოდ მარტივია: პატიოსნება, ამბიცია და ერთგულება და მინდა, რომ მამაკაციც მხიარული იყოს. უბრალოდ უარს ვამბობ იმაზე ნაკლებზე, ვიდრე ვიმსახურებ და არ მივიღებ მინიმალურ ენერგიას.

საკუთარი ფინანსური წარმატების მიუხედავად, მილიარდელი შეყვარებული არ მაინტერესებს. ადამიანის გარეგნობა ქრება, ფული მოდის და მიდის, მაგრამ პიროვნება მარადიულია”, – ამბობდა მაშინ სოფი.