„ბრალი დამდეს, რომ ბოლო მოდელის ტელეფონი მაქვს და ეს იმიტომ რომ გადიდების ფუნქცია აქვს, ლინზა არ სჭირდება. თანაც, ბოლო მოდელი არ არის, გამოვიდა iPhone 12, ეს არის iPhone 11 Pro“, – არც მეტი არც ნაკლები, ამ ამბიციური განცხადების ავტორი მეუფე ნიკოლოზია, თუმცა თქვენ ეს ფრაზა ალბათ უკვე გეცნობათ.
მეუფე ერთადერთი არაა, ვისაც მსგავსი მისწრაფებები აქვს. როგორც ერთ-ერთი ტექნიკის მაღაზია თავის ფეისბუქ გვერდზე წერს, მისი სურვილის საზოგადოებისთვის გაზიარების შემდეგ, iPhone 12-ზე მოთხოვნა გაიზარდა. არადა, ეს მოდელი ჯერ კიდევ არ გამოსულა:
„მეუფე ნიკოლოზის განცხადების შემდეგ, რომ iPhone 12 უკვე გამოვიდა, ძალიან ბევრი მომხმარებელი გვეხმაურება და სურთ ბოლო მოდელი iPhone 12-ის შეძენა.
გვინდა განვმარტოთ, რომ iPhone 12 ჯერჯერობით არ გამოსულა, ხვალ ჩვენი დროით 21:00-ზე იქნება პრეზენტაცია და გაყიდვების თარიღიც ხვალ გვეცოდინება”, – ვკითხულობთ კომპანიის მიუერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაში.
ასე, რომ მეუფე ნიკოლოზს შეუძლია, ჯერჯერობით მშვიდად იყოს. ის ბოლო მოდელი აიფონის მფლობელი ყოფილა.