მსოფლიო მედია ბეზოსისა და სანჩესის განქორწინებაზე ალაპარაკდა

112

ჯეფ ბეზოსი და ლორენ სანჩესი კვლავ ყურადღების ცენტრში არიან. ინტერნეტსივრცეში ვირუსულად გავრცელებულმა ვიდეომ, რომელიც ოსკარის შემდეგ გამართულ წვეულებაზეა გადაღებული, წყვილის ურთიერთობის შესახებ ახალი ეჭვები გააჩინა.

კადრებში წყვილი კამერების წინ პოზირებს. საზოგადოებას არ გამოჰპარვია ის ფაქტი, რომ მილიარდერი მეუღლისგან დისტანცირებას ცდილობდა. უფრო მეტიც, როდესაც სანჩესი მისკენ შებრუნდა და დალაპარაკება სცადა, ბეზოსმა მას ყურადღება არ მიაქცია.

 

 

სოციალური ქსელის მომხმარებლების თქმით, წყვილის ურთიერთობაში აშკარად პრობლემებია და განქორწინება გარდაუვალია. გავრცელებულ ინფორმაციას ბეზოსსა და სანჩესს კომენტარი არ გაუკეთებიათ.