“ყოველთვის ან ამერიკელი ვეგონე, ან ახსნა მიჭირდა, საიდან ვარ”

6

დემნა გვასალია 1981 წლის 25 მარტს სოხუმში დაიბადა. Gucci-ის შემოქმედებითი დირექტორი, დღეს 45 წლის გახდა.

დემნამ განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ანტვერპენის სამეფო აკადემიაში (ხელოვნების ფაკულტეტზე) მიიღო. ხელმძღვანელობდა „Maison Martin Margiela“-სა და „Louis Vuitton“-ის მოდის სახლებს.

2009-2013 წლებში Maison Margiela-ს ქალის ტანსაცმლის მთავარი დიზაინერი იყო, წლების განმავლობაში მუშაობდა Luois Vuitton-თან, შემდეგ კი შექმნა საკუთარი ბრენდი სახელად – Vetements, რომელიც ძალიან პოპულარულარობით სარგებლობდა.

დემნა გვასალია

ამონარიდი 2018 წელს “რადიო თავისუფლებისთვის” მიცემული ინტერვიუდან.

“ეს იყო პირველი შემთხვევა, რაც მახსენდება, როდესაც შემეძლო მეთქვა: მე ამ ქვეყნიდან ვარ, ეს ჩემი წარსულია, ეს ასე მოხდა… ეს არ ყოფილა ყვავილებიანი და პეპლებიანი ბავშვობა, ბედნიერი ბავშვობა… ეს იყო ომი და ნამდვილად ძალიან, ძალიან მძიმე დროება. დღეს კი, პირველად ჩემს ცხოვრებასა და კარიერაში, ამაზე ლაპარაკი შემიძლია – არა მხოლოდ გარშემომყოფებთან, არამედ ყველასთან. მე დიდი აუდიტორია მყავს, რომლებიც მისმენენ, აკვირდებიან, რასაც ვაკეთებ. ეს კოლექცია კი იყო ჩემებური გამოხატულება პატივისცემისა ჩემი ფესვებისადმი და იმისადმი, თუ საიდან მოვდივარ – იმის მიუხედავად, რომ იქ ბევრი წელია აღარ მიცხოვრია.

დემნა გვასალია

მე საქართველოში გავიზარდე და იქ ვცხოვრობდი 20 წლამდე. ასე რომ, საქართველო ჩემი ჩამოყალიბების დიდი ნაწილი იყო და ამან დიდი გავლენა იქონია ჩემზე, როგორც დიზაინერზეც. შესაბამისად, ცხადია, ყველა კოლექციაში ცოტათი საქართველოცაა. ესაა, რაც ვარ, რაც ვისწავლე, რაც მომწონდა…

როდესაც ვიზრდებოდი, ვუყურებდი, რა ეცვათ ქალებს ჩემს გარშემო… ამ ყველაფერმა ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა და ამიტომაც შემდეგ ეს ჩანს ყველაფერში, რასაც ვაკეთებ. ეს ჩემი თავის წარდგენაა, როგორც ქართველის, რადგან ყოველთვის მიჭირდა ამეხსნა, საიდან ვარ. ან საერთოდ არ იცოდნენ, რაზე ვლაპარაკობდი, ან ამერიკელი ვეგონე. აქამდე არასოდეს შემძლებია ჩემი იდენტობის წინ წამოწევა. მე მგონი, პირველად ახლა იყო, რომ ის „მაგიდაზე იდო“, ყველას დასანახად…

დემნა გვასალია

არა, ეს არ ყოფილა „ჩემი ტრავმის კომერციალიზაცია“. სინამდვილეში, ეს ჩემი ტრავმის მიღება იყო და მისი შემოქმედებად გადაქცევა. ჩემი აზრით, სწორედ ესაა ყველაზე მნიშნელოვანი, რასაც ხალხი ვერც ამჩნევს. ტრავმა შემოქმედებად გადაიქცა და რაღაც ახალი შეიქმნა. ესაა ყველაზე საოცარი რამ, რისი გაკეთებაც შემოქმედებით ადამიანს შეუძლია.

ომის შემდგომ საქართველოში მეტი მილიტარიზმი იყო, მეტი შავი ფერი და მეტი დრამატიზმი, ვიდრე სხვაგან.

დემნა გვასალია

და შემდეგ ეს ყველაფერი პოდიუმზე აისახა – მთელი ეს ნიღბები, რომლებიც იდენტობის გაქრობას წარმოადგენს, როდესაც არ იცი, ვინ არის სინამდვილეში ეს პიროვნება. ადამიანი იმალება ნიღბის უკან, მაგრამ ის, ამავე დროს, ერთგვარი ფეტიშისტური, სექსუალური ნიღაბიცააა, რომელსაც ადამიანები როლური თამაშებისას იყენებენ. ჩემთვის ეს ძალიან საინტერესო კონცეფცია იყო. ჩემი აზრით, საქართველოში ბევრია ასეთი როლური თამაში – ეს ის საქართველოა, სადაც მე გავიზარდე და სადაც, ჩემი აზრით, სწორედ ეს როლური თამაშები აძლევს ფორმას ადამიანების მენტალობასაც. ამიტომ მომინდა ამის სწორედ ასეთი ფორმით წარმოჩენა. სწორედ ასე გაჩნდა ეს ნიღბები – არაფერი ჰქონია საერთო ტერორიზმთან ან რამე ეგეთთან. იდენტობის არქონას წარმოადგენდა” – ისაუბრა დემნა გვასალიამ გოგი გვახარიასთან.

დემნა გვასალია

შემდეგ, დემნამ, Balenciaga-ში ალექსანდერ ვანგი ჩაანაცვლა. ის ბრენდის კრეატიული დირექტორი 2015 წლის ნოემბერში გახდა და თანამდებობას ათი წელი იკავებდა. 2025 წლის სექტემბერში, ქართველი დიზაინერი „Balenciaga“-ს დაემშვიდობა. მან მალევე მორიგ გიგანტურ მოდის სახლში გადაინაცვლა. Gucci-ის შემოქმედებით დირექტორს ცოტა ხნის წინ, ამ ბრენდის ქვეშ, პირველი ჩვენება ჰქონდა.

დემნა გვასალიადემნა გვასალიადემნა გვასალია

ზმნა