“იღება კარი და შემოდის ჩემი დედამთილი – “ლიკუნია, ჩვენი ბაჩო აღარ არისო” – აბაშის გზაზე დატრიალებული ტრაგედია და ლიკა კუჭუხიძის ინტერვიუ
გარკვეული პერიოდის მანძილზე ახალგაზრდა ქალმა მეუღლის გარდაცვალების შესახებ არაფერი იცოდა. ჯანმრთელობის მდგომარეობის დასტაბილურების შემდეგ კი მან შემთხვევის შესახებ გაიგო.
ლიკა კუჭუხიძისა და მის ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ მთელმა საქართველომ გაიგო. ახლა, როცა ლიკა მეუღლის გარეშე აგრძელებს ცხოვრებას, მის გვერდით უამრავი უცნობი ადამიანია, რომლებიც მას სოციალური ქსელის მეშვეობით ამხნევებენ.
ტრაგედიიდან 5 თვის თავზე, ლიკა კუჭუხიძე ნოე სულაბერიძის გადაცემის სტუმარია. ინტერვიუს მაყურებელი სრულად 5 აპრილს იხილავს, მანამდე კი ვრცელდება ანონსი:
ბაჩო როცა გადმობრუნებულ მანქანაში იყო, “ლიკას მიმიხედეთო”… ადამიანი რა გრძნობით უნდა გიყვარდეს, ამ სამყაროს ტოვებდე და ისევ შენს საყვარელ ადამიანზე ფიქრობდე.
ჩემს გარდაცვალებას ელოდებოდა ყველა, ისე მძიმედ ვიყავი მე… იღება კარი და კარებში შემოდის ჩემი დედამთილი. “ლიკუნია, ჩვენი ბაჩო აღარ არისო”… აი, მანდ უკვე ყველაფერი ჩაქრა. სულის ტკივილამდე როგორ შეიძლება, რომ ადამიანი მოგენატროს, აი, მაგ დონეზე მენატრება.