“ეს რომ ვიგრძენი, მარხვის დაცვაც მაშინ დავიწყე…”

31

მსახიობი, სცენარისტი და ტელეწამყვანი – ოლგა ბაბლუანი თავის ინტერვიუში (“ყავა ბათუმურად”) ამბობს, რომ მისი ბავშვობა მიუხედავად საბჭოთა პერიოდისა, იყო ანტისაბჭოთა და ძალიან კრეატიული. ამის მიზეზი, ცხადია, მისი ოჯახია. ის რეჟისორისა და სცენარისტის, თემურ ბაბლუანის ქალიშვილია. ბაბლუანების ოჯახი, საფრანგეთში საცხოვრებლად, 90-იან წლებში გადავიდნენ. თუმცა ეპოქალური ფილმის – “უძინართა მზის” გადაღების შემდეგ.

ოლგა ბაბლუანი: დედა ჩვენი ოჯახის მატრიარქია. ის დამჯდარ ადამიანს ვერ იტანს. დედა, დღეს დაისვენე, რომ ვეკითხები, რას ქვია, დავისვენე, დედიკო. დღეს ეს გავაკეთე იქ ვიყავი, ეს გავაკეთე, შენ რა მოასწარიო? მამა ამბობს, დედაშენი ვერ იტანს დამჯდარ ადამიანსო და ასეა.

დედაჩემი უნიკალური შემთხვევაა. დედაჩემისნაირი ქალებისთვის სულ რაღაც უნდა კეთდებოდეს.

ოლგამ თავის რწმენასა და მარხვაზეც ისაუბრა.

ოლგა: მარხვა ძალიან ინტიმურია. ეს არის კავშირი ყველაფერთან შენს გარშემო.

მე ვარ არარელიგიური ადამიანი. დოგმებს არ მივყვები. ის რწმენა, რაც გამაჩნია, იმ გეოგრაფიული და კულტურული რეალობიდან მოდის, საიდანაც ვარ და ამას მყარად ვგრძნობ. ეს რომ ვიგრძენი, მარხვის დაცვაც მაშინ დავიწყე. ცოტა ხანია, მაგრამ ძალიან მსიამოვნებს, მომწონს.