ცნობილი პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და საზოგადოებას მიმართავს:
„კიდევ ერთი გაფრთხილება და თხოვნა. ნუ მალავთ რესპირაციული სიმპტომების არსებობას, ნუ მალავთ ტემპერატურას, ნუ დადიხართ ავადმყოფები/ჯანმრთელებად შენიღბულები, გაუფრთხილდით გარშემომყოფებსა და საკუთარ ჯანმრთელობას, პირველ ყოვლისა! თითოეული სიმპტომი ძალიან მნიშვნელოვანია!!! ეს მხოლოდ კოვიდს არ ეხება, ნებისმიერი ვირუსული ინფექციის დროს აუცილებელია რესპირაციული სიმპტომების მქონე პაციენტის იზოლაცია!!!! შემთხვევები მატულობს და მოხდა აღრევაც კოვიდ ინფექციისა და სხვა ვირუსული ინფექციების!!! ნებისმიერი რესპირაციული სიმპტომების, ტემპერატურის, დიარეის, ოსსალგია-ართრალგიების (ძვლებისა და სახსრების ტკივილი), თავის ტკივილის, გემოსა და სუნის შეგრძნების დათრგნვის, ზოგადი სისუსტის დროს დარჩით სახლში და სასწრაფოდ მოახდინეთ სატელეფონო კომუნიკაცია თქვენს ექიმთან!!!
P.S ისე, ერთი რამ მაინტერესებს, რატომ ვმალავთ ჩვენს დიაგნოზებს (ინფექციურს არ ეხება, ამ შემთხვევაში), ესეც ქართული სინდრომია?(მტრებს გავახარებ,ხალხი გაიგებს და სირცხვილია…) ავადმყოფობა არასდროს არის სირცხვილი!!! მე ეს სტიგმა დავამსხვრიე, სააშკარაოდ გამოვიტანე ჩემი დაავადება და ამის შემდეგ გაუმჯობესდა ჩემი ჯანმრთელობა იმიტომ,რომ უამრავი ადამიანი დამიდგა გვერდით! პრობლემის დამალვით ვერასდროს მოაგვარებთ მას!!! ვიყოთ ფრთხილები და ყურადღებიანები!!!”, – წერს ინგა მამუჩიშვილი.