“მაშინ ფხიზელი ვიყავი” – ზალიკო ბერგერი წარსულს იხსენებს

48

დიზაინერმა ზალიკო ბერგერმა ნანკა გვარის პოდკასტში, პროექტ “ცეკვავენ ვარსკვლავების” მეათე სეზონში მონაწილეობის ისტორია გაიხსენა და იმ ადამიანებს უპასუხა, ვინც მის მიმიკებს აკრიტიკებდა.

“ცეკვავენ ვარსკვლავებში” მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებდი. პროექტის დროს, ამერიკიდან ჩამოვედი. ამერიკაში ჰემპტონებში ვიყავი ჩემს მეგობრებთან ერთად. მაშინ ფხიზელი ვიყავი, მაგრამ ამერიკიდან გადამწვარი დავბრუნდი.

საერთოდ მთელი ცხოვრება ნაკლებად სპორტული ვიყავი და ამერიკიდან ძალიან გამხდარი ჩამოვედი, რადგან საერთოდ არ ვჭამდი.

ზალიკო ბერგერი

პროექტის დროს, კიბეზე რომ ჩამოვდიოდი, უკვე დაღლილი ვიყავი და ცეკვის მერე საერთოდ არაფრის თავი აღარ მქონდა.
რიტმის შეგრძნება არ მაქვს. “ერთი, ორი, სამი , ოთხი” – ერთხელ რომ ვიტყვი, მეორედ აუცილებლად ავაჩქარებ, როგორც ლაპარაკში.
სიმღერის დროსაც, მუსიკა რომ იყოს ჩართული მაინც გავუსწრებ.

ზალიკო ბერგერი

ჩემს მიმიკებს დებდნენ მერე… პირი მქონდა ხოლმე გამშრალი ისე მწყუროდა, რაღაცას რომ მეკითხებოდნენ ხმას ვერ ვიღებდი და თვალებით ვანიშნებდი, გრიმასებს ვკერავდი. ამან სულ გამაგიჟა მერე – ჩემზე ამბობენ, რომ ფხიზელი არ არის მეთქი,” – გაიხსენა მსახიობმა.

წყარო: ზმნა