“დაკავებულს ეუბნებოდა: კაი ყავა უნდა დაგალევინო“ – უცნობი და ემოციური ისტორიები პოლიციელზე, რომელიც ავარიას ემსხვერპლა

62

დაახლოებით ერთი თვის წინ ავარიას 27 წლის პოლიციელის, დავით გვაზავას სიცოცხლე ემსხვერპლა. იგი ავარიის შემდეგ კლინიკაში მიიყვანეს, სადაც გარდაიცვალა. 

დავითის შესახებ უცნობ ისტორიებს ჰყვება მისი ახლობელი.

27 წლის, უფროსი ლეიტენანტი დავით გვაზავა

გიყვებით უცნობ ისტორიებს დათუნას შესახებ

დათუნას პანაშვიდზე სამი ყოფილი პატიმარიც მივიდა — საკმაოდ უჩვეულო ისტორიაა, ყოფილი პატიმრები პოლიციელის პანაშვიდზე.

მათი თქმით, უამრავ პოლიციელს შორის მხოლოდ ერთი ადამიანი დაამახსოვრდათ.

დათუნა, რომელიც მათთვის მძიმე დროს ელემენტარულ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან ყურადღებას იჩენდა — მიჰქონდა ყავა, საჭმელი და სიგარეტი.

„შეიძლება ეს ვიღაცისთვის უმნიშვნელო იყოს, მაგრამ იმ დროს ჩვენთვის ძალიან დიდი რამე იყო. აქ რომ არ მოვსულიყავით, საკუთარ თავთან მართალი ვერ ვიქნებოდით,“ —უყვებიან ყოფილი პატიმრები დათუნას ბავშვობის მეგობარს.

ერთხელ, რუსთავში, ბალანჩივაძის 2 ნომერში, მე-2 სართულზე ხანძარი გაჩნდა. მთელი ბინა დაიწვა. მანამ, სანამ შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მივიდოდნენ, ადგილზე უკვე პოლიცია იყო მობილიზებული. როგორც მისი მეგობარი იხსენებს, დათუნა პირველი შევიდა კორპუსში ხალხის გამოსაყვანად, სადაც მესამე სართულზე ბავშვები იმყოფებოდნენ. მისი თქმით, დათუნას ამ გაბედულ ნაბიჯს შენობაში მთელი განყოფილების შესვლა მოყვა. საბოლოოდ, ყველა უვნებლად გადარჩა. დათუნას უშიშარი ნაბიჯის შედეგად, პოლიციამ შეძლო მოსახლეობის უსაფრთხოდ გამოყვანა გვერდითა სადარბაზოს აივნიდან.

დაკავებული გვყავდა. რუსთავის საქალაქო სასამართლოს წინ ვიდექით და ველოდებოდით, როდის დაგვიძახებდნენ პროცესზე შესასვლელად – იხსენებს დათუნას მეწყვილე. ამ დროს ჩვენმა თანამშრომელმა დაურეკა დათუნას და ჰკითხა რამეს ხომ არ დალევთო?

-დათუნამ სასამართლოში 4 ჭიქა ,,მეამას”ყავის მიტანა მთხოვა. ამბობს რომ ვუთხარი, დათუნა სამნი ხართ და ოთხი ყავა რათ გინდა. ისევ მიპასუხა ოთხი ყავა წამოიღეო.

სანამ ყავას მოიტანდნენ დაკავებულს ეუბნებოდა: ,,კაი ყავა უნდა დაგალევინო”. დიახ, მეოთხე ჭიქა ყავა პატიმრისთვის უნდოდა. ისტორია, რომელიც ბევრს ამბობს დათუნას ადამიანობაზე და ამით ყველაფერი ნათქვამია.

-როგორც ადამინისტრაციულად დაკავებულს, ასევე სისხლის სამართლის ბრალდებულებს ექცეოდა ისე, თითქოს არაფერი დაუშავებიათ. რამდენჯერ უყიდია დაკავებულისთვის საჭმელი, სიგარეტი და წყალი საკუთარი ხარჯით, მაშინაც კი, როცა თვითონაც არ ჰქონდა ზოგჯერ თანხა.

ძალიან ბევრს ეხმარებოდა. ქუჩაში გაჭირვებულებსაც და დაკავებულებსაც. უფროსებსაც დიდ პატივს სცემდა. ქალებს,ბავშვებს და ნასვამ ადამიანებს, თუ გვიან ღამით ქუჩაში დაინახავდა, მანქანას უჩერებდა და სახლში წაყვანას სთავაზობდა.

სამსახურში, როცა ახალი მისული ვიყავი და რამეს გავაფუჭებდი ,დათუნა სულ საკუთარ თავზე იღებდა ჩემს შეცდომებს. -რატომ ამბობ, რომ შენ იყავი , სულ ვეუბნებოდი, მაგრამ ამაზე პასუხი არასდროს არ ჰქონდა.

ეკლესიას ისე არ ჩაუვლიდა, რომ საუბარს შეწყვიტავდა -პირჯვარს გადაიწერდა და მერე აგრძელებდა საუბარს. რამდენიმეჯერ ისიც კი დავიწყებია, რას ჰყვებოდა იმდენად გულით და სულით იწერდა პირჯვარს.

განსაკუთრებულად უყვარდა რუსთავი და აბაშა.

ძალიან უყვარდა ადამიანები. ყოველთვის მოწესრიგებული იყო და განსაკუთრებული იუმორის გრძნობაც ჰქონდა. დათუნა მისაბაძი ადამიანი იყო-ნამდვილი პატრიოტი.

ის იყო ქართველი ვაჟკაცი, ქართულ ოჯახში აღზრდილი და გაზრდილი ! ძალიან უყვარდა თოვლი და მის გასვენების დღეს რომ მოთოვა და ბარდნინა ყველასთვის სასწაული იყო.

ძალიან მიჭის დათუნაზე წარსულში საუბარი. ძალიან დაგვაკლდა სამსახურში.დიდი ტკივილი, სიცარიელე და უზომოდ დიდი მონატრება დაგვიტოვა ასე ახასიათებს დათუნას მისი სამსახურში მისი მეწყვილე

,,ძალიან უყვარდა ,,როშენის” შოკოლადი. ერთ დღეს,როცა მაღაზიაში ვყიდულობდით, დათუნა სხვა განყოფილებაში გავიდა და ფუნთუშა იყიდა. გამიკვირდა რატომ იყიდა ფუნთუშა, მაგრამ იმ მომენტში ყურადღება არ მიმიქცევია. სალაროსთან რომ ატარებდა, უკვე დავინტერესდი, ვისთვის უნდოდა. მაღაზიიდან რომ გამოვედით, იქვე ადამიანი იდგა, რომელიც მოწყალებას ითხოვდა. დათუნამ სწორედ მას მიუტანა ეს ფუნთუშა. იხსებს დათუნას მეგობარი.

,,მეგობარი იხსენებს-დათუნა მორგში გარდაცვლილის გადაყვანის დროს სულ ამბობდა: ,,ვაი ამის დედას”- და ახლა, როცა შენც იგივე გზა გაიარე…

ისტორიები ბევრია, მაგრამ უფრო რთული ყოფილა ოჯახის წევრზე ისტორიების შეგროვება და შემდეგ დაწერა. ძალიან მეამაყება ჩემი პატარა ძმა და თან როგორ მტკივა მადლობა, მის მეგობრებს ამ ისტორიებისთვის“,- წერს ანი ხოშტარია.