“4 ახალი სიცოცხლე უსახსოვრა ცისფერ ბურთს, 3 მათგანის ღირსეულ ადამიანად აღზრდის ბედნიერება მხვდა წილად“

50

მსახიობ კოტე თოლორდავას გარდაცვალებიდან 11 წელი გავიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით განო მელითაური სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

„11 წლის წინ, ვნების კვირაში გადაინაცვლა მარადიულ სასუფეველში.. სწორედ ამ დღეს გამოიყვანა მაცხოვარმა ჯოჯოხეთიდან მართალთა სულები. ამიტომ, სიმბოლურად, ეს დღე გარდაცვლილებისთვის ყველაზე დიდი იმედის დღეა.. მართალი იყო სიცოცხლეშიც და 4 ჯადოსნური, სანუკვარი ახალი სიცოცხლე უსახსოვრა ცისფერ ბურთს, 3 მათგანის ღირსეულ ადამიანად აღზრდის ბედნიერება მხვდა წილად“, – წერს განო მელითაური.

ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი 1979 წლის 13 მაისს დაიბადა. მას ნათამაშები აქვს როლები მარჯანიშვილისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრებში, ასევე ათონელზე. განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ტელესერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“ შესრულებული დიტო შარაშენიძის როლით.

2014 წელს მონაწილეობა მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფაქტებზე დაფუძნებულ ფილმში „ვინ მოკლა ილია“, სადაც ილია ჭავჭავაძის როლი ითამაშა. მსახიობობის პარალელურად პალიტრა TV-ზე, მეუღლესთან განო მელითაურთან ერთად, მიჰყავდა გადაცემა „განო და კოტე“. კოტე თოლორდავა 2015 წლის 11 აპრილს გარდაიცვალა.