“მეუფე შიო, ერისკაცობაში ელიზბარი ახალგაზრდობაში გამოირჩეოდა იმით, რომ არასდროს უცდია თავი დაემკვიდრებინა ძველბიჭობით და ძალმომრეობაში მონაწილეობით”

7

პუბლიცისტი ირაკლი კაკაბაძე ჟურნალი “სარკეს” მეუფე შიოს შესახებ ესაუბრა.

“მეუფე შიო, ერისკაცობაში ელიზბარი, ახალგაზრდობაში გამოირჩეოდა, იმით, რომ არასდროს უცდია, თავი დაემკვიდრებინა ძველბიჭობით და ძალმომრეობაში მონაწილეობით. ბავშვობიდანვე ჰქონდა არჩეული არაძალმომრეობის გზა. კლასიკური მუსიკისა და ქართული ფოლკლორის საოცრად კარგი მცოდნე და, ამავე დროს, ძალიან კარგად გარკვეული გახლდათ ფილოსოფიურ და ლიტერატურულ საკითხებში. კეთილშობილი ადამიანი იყო ყოველთვის. მორიდებულიც იყო, არ უყვარდა ზედმეტად ყურადღების ცენტრში ყოფნა. ბევრი დადებითი თვისება ჰქონდა და გამოირჩეოდა ყოველთვის იმით, რომ ზედმეტი თვითრეკლამა არ უყვარდა, ანუ დღევანდელ ენაზე რომ ვთქვათ, პიარის კაცი არ იყო. ამას ყველა აფასებდა.
მისი სულიერება დინჯია. სიდინჯით გამოირჩეოდა ჩვენგან ხშირად. ამავე დროს, სიღრმეებში უყვარდა წასვლა… ყოველთვის ეძებდა სიკეთეს და სიმართლეს საზოგადოების განაპირა ნაწილზე. ეს მას გამოარჩევდა ბევრისგან.
ვფიქრობ, აქამდე რასაც აკეთებდა, კარგად აკეთებდა და რასაც გააკეთებს, სადაც უნდა იყოს, ვფიქრობ, კარგად გააკეთებს. არ მინდა მკითხაობა, თუ სად და როგორ იქნება მეუფე შიო, მაგრამ ვიცი, რომ მასზე დაკისრებულ მოვალეობას ყოველთვის კარგად ასრულებს და მომავალშიც ასე იქნება. მე მინდა, რომ ის კარგად იყოს და მწამს, რომ ის კარგი იქნება ყველგან, სადაც უნდა იყოს”, – აცხადებს ირაკლი კაკაბაძე