“ასეთ ახლობელ ადამიანს რომ არ შეუშვებ და ექიმს არ შეაყვანინებ“ – რას წერს დათო არჩვაძე მამაკაცზე, რომელიც ბერი ნიკოლოზის გადარჩენას ცდილობდა

54

მუსიკოსი და მომღერალი დათო არჩვაძე სოციალურ ქსელში ბერის გარდაცვალების ფაქტს ეხმიანება და წერს:

„მალხაზ ჯინორია გახლავთ ადამიანი რომელმაც სიღრმისეულად გამაცნო ჯერ ბერი გაბრიელის და შემდეგ ბერი ნიკოლოზის ფენომენი  ძალიან იშვიათად, მხოლოდ მალხაზის მოუხმობდა ხოლმე თავისთან  ის იყო მალხაზ ჯინორიას ოჯახის მოძღვარი სანამ მდუმარების აღთქმას დადებდა და თავად მახო არის უნაკლო ადამიანი, კომპოზიტორ თეა ჯინორიას მეუღლე და ასეთ ახლობელ ადამიანს რომ არ შეუშვებ და ექიმს არ შეაყვანინებ,

ექიმი ხომ გადაარჩენდა. უამრავი სასწაული მაჩვენა ცხოვრებაში მამა ნიკოლოზმა. უსაზღვრო სიყვარულს აფრქვევდა თუნდაც ერთი გამოხედვით და მოწამეობრივად ცხოვრობდა ბოლო 20 წელი ამხელა დევნის და დაცინვის ფონზე. მამა გაბრიელსაც ასე დასცინოდნენ და არ უჯერებდნენ  უფალო აცხოვნე მისი სპეტაკი, ნაწამები სული“,- წერს დათო არჩვაძე.