“ოფიციალურად არ დაშორებულან, პატარა უთანხმოებაა”

92

თაკო გაჩეჩილაძე მსმენელმა ჯერ კიდევ მაშინ გაიცნო, როცა პატარა გოგონა განსაკუთრებული ხმით „ბასტი ბუბუში“ მღეროდა. მოგვიანებით თაკო მეგობრებთან, ნინი ბადურაშვილთან, ქრისტინე იმედაძესა და ქეთა თოფურიასთან ერთად ხშირად ჩნდებოდა კონცერტებსა და თუ სხვადასხვა ღონისძიებაზე.

რამდენიმე წლის წინ თაკო გაჩეჩილაძე ქართული სცენიდან გაქრა – მან ცხოვრება საზღვარგარეთ გააგრძელა, სადაც დაქორწინდა და ორი შვილი შეეძინა. მისი მეუღლე პროდიუსერი ბორისლავ მილანოვი გახდა – ისინი შვილებთან ერთად ვენაში ცხოვრობდნენ, თუმცა თაკოსთვის ოჯახისა და მეგობრებისგან შორს ყოფნა, კარიერისგან დისტანცირება რთული აღმოჩნდა და ცოტა ხნის წინ შვილებთან ერთად კვლავ საქართველოში დაბრუნდა. 

თაკო გაჩეჩილაძე დღეს ეკრანებზე ხშირად აღარ ჩანს, თუმცა აქტიურია სოციალურ ქსელში, სადაც ხშირად იღებს კითხვებს პირადი ცხოვრების შესახებ. მომღერალს ამ თემაზე თავად არ უსაუბრია, თუმცა მისმა მეგობარმა, მომღერალმა ნინი ბადურაშვილმა გადაცემა „სარკასტიკაში“ სტუმრობისას მოკლე კომენტარი გააკეთა: 

“ოფიციალურად არ დაშორებულან, პატარა უთანხმოებაა. თაკო აქ არის შვილებთან ერთად, მისი მეუღლე – ვენაში”, – აღნიშნა ნინიმ.