“მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ნინო ფურცელაძემ ყველანაირი ძალა მოიკრიბა და ახლა ცხოვრებას საყვარელი მეორე ნახევრის გარეშე განაგრძობს”

155

მანუალისტი კირილ ზაიაკინი და ექიმი ნინო ფურცელაძე თბილისში და არამხოლოდ თბილისში ძალიან ცნობილი წყვილი გახლდათ. მათი კლიენტები ყოველთვის იყვნენ მომღერლები, პოლიტიკოსები, მაღალჩინოსნები და სხვა წარმატებული ადამიანები.
მართალია ერთი პროფესიის ადამიანები იყვნენ და ერთდროულად მოსკოვშიც ცხოვრობდნენ, მაგრამ ისინი ერთმანეთს რამდენიმე ათეული წლის წინ მეგობრის დახმარებით შეხვდნენ და დაქორწინდნენ.
დაქორწინდნენ და ათეულობით წელი ერთმანეთის გვერდით მუშაობდნენ, ხშირად იყო განშორებებიც, როდესაც კირილს სამუშაოდ სხვადასხვა ქვეყნის მაღალჩინოსნები უცხოეთში ეპატიჟებოდნენ სამუშაოდ, იყო პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ოჯახის ექიმ-მანუალისტი და ასევე პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ ვალენსას ოჯახშიც მუშაობდა.
2022 წელს კირილი სპორტული საკალათბურთო გუნდის მიწვევით მაიამიში იმყოფებოდა სამუშაოდ, სადაც ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა, საქართველოში დაბრუნდა და სიცოცხლის ბოლო წლები მეუღლესთან ერთად გაატარა.
მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, მისმა მეუღლემ ნინო ფურცელაძემ ყველანაირი ძალა მოიკრიბა და ახლა ცხოვრებას საყვარელი მეორე ნახევრის გარეშე განაგრძობს და მის საქმიანობას აგრძელებს. ის ახლა თავად ეხმარება რეაბილიტაციაში ამის საჭიროების მქონე ადამიანებს.
კირილ ზაიაკინის პაციენტები პრეზიდენტების და მაღალჩინოსნების გარდა იყვნენ, ალა პუგაჩოვა, ლარისა დოლინა, ანატოლი ნიპროვი, არაერთი წარმატებული სპორტსმენი და ა.შ.