“ჩვენთვის ძნელად გასაგებია თქვენი ეს პოზიცია” – მეუფე მელქისედეკი სკანდალში ეხვევა

377

მეუფე მელქისედეკი რომელიც გუშინ ეკა კვესიტაძის გადაცემის სტუმარი იყო სკანდალში ეხვევა.

მას მრევლის სახელით, სოციალურ ქსელში შემდეგი მიმართვა გაუკეთეს.

მიმართვა მეუფე მელქისედეკს …. ✝️

“როდესაც წმიდა სინოდის წევრმა არ ვიცი რა ხდება და ამავდროულად საქართველოს ეკლესიის რიგითი მღვდელი საუბრობს ამ თემებზე, ჩემთვის ეს მიუღებელია”

მეუფე მელქისედეკ პატივს გცემთ, როგორც საქართველოს მართლმადიდებლურო ეკლესიის მღვდელმთავარს, მაგრამ ჩვენთვის ძნელად გასაგებია თქვენი ეს პოზიცია. რას ნიშნავს “ერთი რიგითი მღვდელი” ?

დავიწყოთ იქიდან, რომ მამა კირიონი 24 წელია გადაიქცა გარეჯის მეციხოვნეთ, მემატიანეთ… ასევე ის არის არქიმანდრიტი და არა ერთი “რიგითი მღვდელი” როგორც თქვენ უწოდებთ, ვფიქრობთ ეს შეურაცხყოფა და აგდებული საუბარია “დაბალი რგოლის ” სასულიერო პირთა მიმართ, რომლთაც ვფიქრობთ, რომ ყველაზე მეტად იციან მრევლის გასაჭირი, სულიერი მდგომარეობა…

ალბათ უხერხულია გაგახსენოთ, თუ რამდენმა ასეთმა “რიგითმა ” სასულიერი პირმა დადო თავი ეკლესიისა და სამშობლის უდიდესი სიყვარულის გამო. ( თევდორე მღვდელიც “რიგითი” სასულიერო პირი იყო )

ამ წლების მანძილზე თუ დაუკავშირდით გარეჯელ მამებს, მოიკითხეთ, რა გიჭირთ, რა მდგომარეობაა… ? გვითხარით რა გააკეთეთ, როგორც მღვდელმთავარმა გარეჯის საქმეზე? გვაჩვენეთ თქვენი საქმენი ამ უდიდესი სულიერი სავანის მიმართ…

დიახ ” რიგითი” სასულიერო პირები იბრძვიან, რადგან თქვენ დუმხართ…

მამა კირიონი 24 წელია როგორც ექვთიმე ღვთის კაცი იცავდა საქართველოს განძს, ისე იცავს გარეჯს.

არც გვახსენდება ბოლო წლების მანძილზე გარეჯში ყოფილიყავით, თუ ვცდებით შენდობას ვითხოვთ…

შენდობას ვითხოვთ, რომ რიგითმა მრევლმა ამ ფორმით მოგმართეთ…”