ცნობილი ბიზნესმენის შვილის გრანდიოზული ქორწილი – ოლიმპიური ჩემპიონები, შოუბიზნესი და ბიზნეს ელიტა ქორწილში

36

საზოგადოების ყურადღების ცენტრში ცნობილი ბიზნესმენის, ქართლოს დიასამიძის შვილის, თამთას და ტატო ქოქოლაძის ქორწინება მოექცა – ღონისძიება ნატახტარში გაიმართა, სადაც ამ ქორწილისთვის სპეციალურად ვილა მოსავლის ივენთ ჰოლი აშენდა.

გრანდიოზულ ღონისძიებაზე სტუმრებს შორის იყვნენ ოლიმპიური ჩემპიონები,ასევე შოუბიზნესისა და ბიზნეს სამყაროს თვალსაჩინო წარმომადგენლები საქართველოდან და უცხოეთიდან. წყვილმა პირველი ქორწილი გასულ წელს იტალიაში, კომოს ტბაზე ახლო მეგობრებისა და ნათესავების წრეში გადაიხადა, 2026 წლის აპრილში, კი ქორწილი საქართველოში გამართა.

ღონისძიებას კომოზეც და საქართველოში სრულ ორგანიზებას უწევდა Amelie Event-ის გუნდი, 5 და 6-მეტრიანი სპეციალური დეკორაციები, გრანდიოზული თაღები, 300-მდე განათება და კედლებზე 3D პროექცია, რომელიც ქართულ ქორწილში ჯერ არ ყოფილა – პროექტისთვის ერთი წლის განმავლობაში იქმნებოდა. ღონისძიების თემა ასიათასი ვარდი იყო, რომელიც ცერემონიასა თუ გალა დინერზე სხვადასხვა კომპონენტით იყო გამოყენებული, წითელი ხალიჩიდან დაწყებული, კედლებზე 3D პროექციით დამთავრებული.

დღის ერთ-ერთ მთავარ აქცენტად 2-მეტრიანი საქორწილო ტორტი იქცა, რომელმაც სტუმრებში ნამდვილი აღფრთოვანება გამოიწვია. ტორტი კონდიტრული ხელოვნების ერთ-ერთი ლიდერის, ასორტის ნამუშევარი იყო. ტორტის სახით გადმოცემული ხელოვნების ნიმუში 4 მეტრიან ხავერდის ვარდის ინსტალაციაში იდგა.

დათუნა ალადაშვილი და ანა კოშაძე სცენაზე ცნობილ ვარსკვლავებს ერთმანეთის მონაცვლეობით ეპატიჟებოდნენ. სტეფანე, ნატო მეტონიძე, ქართული ხმები და ჩვენი ბენდი, სტუმრებით სავსე დარბაზში დაუვიწყარ ემოციებს ქმნიდნენ.

ნიკა ნიკვაშვილის ორკესტრთან ერთად კი თავად პატარძალმა, თამთამ, ამაღელვებლად იმღერა და დარბაზი აატირა. არც სიძეს დაუტოვებია სტუმრები სიურპრიზის გარეშე და სპეციალურად ღონისძიებისთვის შექმნილი ნომრები  წყვილმა ერთმანეთისთვის სრულიად მოულოდნელად წარადგინა.

საქართველოში ქორწილში პირველად იყო გამოყენებული 3D პროექტირება, რომელიც მიშა ქორიძის გუნდმა და ლუმენმა, ამელი ივენთსთან ერთად შექმნა. 300-მდე განათების მოწყობილობა ჭერში სპეციალურად ღონისძიებისთვის დამონტაჟდა, შეიქმნა განათების დიზაინი და პროგრამა, რომელიც ხმას, შუქს და მოქმედებას სინქრონულად იმეორებდა. ამ შოუ ეფექტებით განსაკუთრებულად შთამბეჭდავი გახდა წყვილის პირველი ვალსი და ქართული ცეკვა.

ვიდეოზე ირაკლი კიკვიძის ხელმძღვანელობით Timeless wedding films მუშაობდა, ფოტოს კი სოფო პაპიაშვილი და კირილ შევჩენკო იღებდნენ. პროცესებში ჩართულები იყვნენ სარეკლამო სააგენტო სიგნალი – Signal, lost and found, თამარ ხორხელი და ლუმენი, მიშა ქორიძის გუნდით.