“დავიკელი 21 კილო „ოზემპიკით“ და აღმოვჩნდი საბოლოოდ საოპერაციო მაგიდამდე” – სოფო ჯაფარიძე წონის კლების გამოცდილებაზე
სოფო ჯაფარიძემ საკუთარ გადაცემაში “მედგიდი”წონის კლების გამოცდილებაზე ისაუბრა.
“ოზემპიკი” და “მუნჯარო” არის მხოლოდ და მხოლოდ მოდა, რასაც ბევრი აღნიშნავს და გამოიყენება მხოლოდ კლებისთვის, თუ არის რეალურად სამედიცინო რევოლუცია? მე არაერთხელ მომიყოლია ჩემი პირადი ქეისი, რასაც დღეს აუცილებლად კიდევ ერთხელ მოვყვები.
მე მახსოვს, როგორი წინააღმდეგი იყვნენ ენდოკრინოლოგები, რომ მე „ოზემპიკი“ გამომეყენებინა, მახსოვს ის ძალიან დიდი წინააღმდეგობა ლაშა უჩავას მხრიდან, მაგრამ, სამწუხაროდ, ძალიან არა ექიმურად მოვიქეცი, არ დავუჯერე. დავიკელი 21 კილო „ოზემპიკით“ და აღმოვჩნდი საბოლოოდ საოპერაციო მაგიდამდე.“ – ამბობს სოფო ჯაფარიძე.