„ადამიანები რომ არ გვყავდეს ერთმანეთს, ალბათ ვერავინ გავუძლებდით ამდენს…“

39

ლევან კბილაშვილის და, სალო კბილაშილი, რომელმაც ძმის შემდეგ მამაც დაკარგა, სოციალურ ქსელში ემოციურ მიმართვას ავრცელებს. სალო მადლობას უხდის გულშემატკივრებს და აღნიშნავს, რომ ადამიანების თანადგომა ყველაზე მნიშვნელოვანია.

„ბევრი ხანია, რაც ცხოვრებას ვეჭიდავები… ბევრი დაცემა და ისევ წამოდგომა ნელა, ტკივილით, მაგრამ მაინც… ლევანიკოს შემდეგ თითქოს ყველაფერი შეიცვალა…და ბოლო ერთი წელი საკუთარ თავსაც ვეღარ ვგრძნობდი ვიყავი როგორც რობოტი, რომელიც უბრალოდ აგრძელებს არსებობას. ახლა, როცა თითქოს ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდი, ყველაზე მეტად სიცარიელე დამხვდა…ისეთი, რომელიც შიგნიდან გცლის. „სალო, როგორ ხარ?“ რამხელა ძალა ჰქონდა ამ სიტყვებს…

რამხელა სითბო მოჰქონდა იმ შეგრძნებას, რომ ვიღაცისთვის მნიშვნელოვანი ხარ… ხანდახან მართლა ვფიქრობ ადამიანები რომ არ გვყავდეს ერთმანეთს ალბათ ვერავინ გავუძლებდით ამდენს… მამას წასვლის შემდეგ კიდევ უფრო ნათლად დავინახე ეს…ვინ როგორ დგას შენს გვერდით, ვინ როგორ თანაგიგრძნობს…და მივხვდი — ბოლოს მაინც ადამიანებზე დგას ყველაფერი მიყვარხართ… მადლობა თითოეულ ადამიანს, ვისაც გულწრფელად შესტკივა გული ჩემზე და ჩემს ოჯახზე… ასეთი ადამიანების დიდი არმია მყავს და ეს ჩემთვის უდიდესი ძალაა,“ – წერს სალო კბილაშვილი.