“მადლობა რომ ჩემს შვილებს ჩემი თავი აჩუქეთ, მეტი რა მეთქმის…“ – 20 წლის ასმათ ბერიძე, რომელიც თურქეთის კლინიკაში კომიდან გამოვიდა ვიდეომიმართვას ავრცელებს

7

20 წლის ასმათ ბერიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ სასიხარულო ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.

ახალგაზრდა ქალი კომიდან გამოვიდა. მკურნალობის კურსს ამ ეტაპზე ორი შვილის დედა, თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში აგრძელებს.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ახალგაზრდა ქალის ვიდეომიმართვა, სადაც ასმათი საზოგადოებს თანადგომისთვის მადლობას უხდის:

„ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ყველას გვერდში დგომისთვის, ამდენი თანხის ჩარიცხვისთვის… მართლაც ძალიან დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული ჩემი ოპერაციები, მკურნალობა, ისეთ ძლიერ წამლებს მაძლევენ, რომ თავის ტკივილებმა გამიაროს, მადლობა, რომ ჩემს შვილებს ჩემი თავი აჩუქეთ, მეტი რა მეთქმის…“ – ამბობს ვიდეომიმართვაში ასმათ ბერიძე.

ცნობისთვის, ახალგაზრდა დედას, რომელსაც მშობიარობის შემდეგ მძიმე ინფექცია – ბაქტერიული მენინგიტი განუვითარდა, სიცოცხლისთვის ბრძოლა თურქეთში, სამსუნის კლინიკაში მოუწია.