ქართველი გულშემატკივრებისთვის ხვიჩა კვარაცხელია მხოლოდ საყვარელი ფეხბურთელი არ არის, მისი პირადი ცხოვრება და ოჯახი მუდმივად ყურადღების ცენტრშია.
დამიანე კვარაცხელია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბავშვია. მშობლების მიერ გაზიარებული ფოტოები და ვიდეოები მუდმივად დიდ გამოხმაურებას იწვევს. გამომწერები აღნიშნავენ, რომ დამიანე ძალიან გონიერი და საყვარელი ბავშვია. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ სულ რაღაც ერთი წლისაა, პატარა კვარაცხელიამ უკვე მოახერხა ათასობით ადამიანის სიყვარულის მოპოვება.
