“ცხოვრების დალაგება მარტივი გახდა…“ – გიორგი გველესიანის ემოციურმა მიმართვამ მეუღლე აატირა

4

გიორგი გველესიანი იუბილარია, ფეხბურთელს 35 წელი შეუსრულდა. გიორგიმ იუბილე ოჯახის წევრებსა და მეგობრებს შორის აღნიშნა.

ერთ-ერთ კადრში ასახულია გიორგის ემოციური მიმართვა მეუღლის, ლინდა კიკოლაშვილის მიმართ.

„აღმოჩნდი ჩემ ცხოვრებაში საუკეთესო ადამიანი, რომელმაც ყველაფერი შემაძლებინა, კარიერაში, ცხოვრების დალაგება მარტივი გახდა, იმიტომ რომ შენ არსებობ, ამიტომ მადლობა შენ,“ – ამბობს გიორგი გველესიანი.

მეუღლის სიტყვებმა ლინდა კიკოლაშვილი აატირა.