“ალისა მეკითხება ხოლმე, ქორწილი გქონდაო… ბავშვი გეგმავს ქორწილს, მე ყვავილები უნდა დავყაროო”, – განაცხადა სოფო ნიჟარაძემ პოდკასტ “სარკასტიკაში” სტუმრობისას. გთავაზობთ ამონარიდებს გადაცემიდან:
– ადრე თქვი შენ ეგეთი რაღაცა მაიასთან, მაია ასათიანის გადაცემაში, – ჩემი გული რომ მამაკაცმა მოიგოსო, უნდა იყოს თავხედიო,- მიშა თავხედია?
– ეგ სიტყვა ვთქვი? მიშა მიმწოლია, ბევრი რამით მოიგო ჩემი გული ჭკუით, განათლებით, იუმორით… სხვათა შორის ძალიან კაი იუმორი აქვს.
– ქორწილი არ გქონიათ, არა? როდის უნდა გქონდეთ? რომ გამოვა თავისუფლებაზე, გექნებათ თუ არა ქორწილი?
– ბავშვი გეგმავს მაგას, “მეო ყვავილები უნდა დავყაროო“. ინგლისურად მეკითხება თან, რომ: “გქონდა ქორწილიო?“ სხვათა შორის, აი, ნახე, შენ და ალისკა ერთნაირ შეკითხვებს სვამთ უკვე. არ გვილაპარაკია ამაზე, იქ რომ მივდივარ, იქაც იუმორს ინარჩუნებს მიშა… ტელეფონი აქვს, გადის და რეკავს, ოღონდ ეს ძალიან ცოტა ხანია… სულ რამდენიმე თვეა, რაც შეუძლია რომ დარეკოს.
– მიშა თუ არის შენი მთავარი სიყვარული ცხოვრების?
– სიყვარულზე სალაპარაკოდ მომიყვანე? შემდეგი შეკითხვა დასვით.
– უკრაინაში მიშას ხომ ჰყავდა ყოფილი, ის გოგო, უკრაინელი? შვილი რომ შეეძინათ.
– მერე…
– მოკლედ მაგას მიშამ აჩუქა ბინა და გიული ალასანიამ (დედამისმა, ბებიამ) აჩუქა ერთი მილიონი გრინვა, შენს ბავშვს რა აჩუქეს?
– შემდეგი შეკითხვა…
– რა აჩუქა ბებიამისმა? ის ფერად-ფერადი ქურქები არ დაუტოვა?
– სხვათა შორის ძალიან მოსწონს ალისკას გიულის სტილი. ვარდისფერი ქურქი აქვს ერთი, რომელსაც თვალი დაადგა ბავშვმა და დარწმუნებული ვარ, მისი იქნება.
– შენ მოგწონს გიულის ქურქები?
– დიდებული გემოვნება აქვს აქვს. სხვათა შორის, ერთხელ ძაან ლამაზი მოსასხამი მაჩუქა. გადაყოლილი ბებიაა მართლა.
– რატომ გკითხე ეს ბინის ამბავი, ანუ ცალკე ბინა არ გაქვს ესე იგი შენ?
– როგორ არ მაქვს?! მე ჩემი ბინა მაქვს. დედაჩემი ცხოვრობს ჩემთან!
– მოიცა, მიშა არის შენი საქმრო? ხელი არ გაქვთ მოწერილი თუ როგორ არის ახლა ეგ ამბავი?
– გადადი მთავარზე…
– მიშა შენი საქმრო რომ არის, ასეთი ამბავი მოხდა რომ სანდრა რულოვსთანო ციხეში გააწერა ხელიო. ციხემდე რა აკავებდა?
– ეს ჩემთან არ არის შეკითხვა. უბრალოდ მაგ დეტალებზე ლაპარაკი არ მინდა.
– ისე სანდრასთან როგორი ურთიერთობა გაქვს?
– არა მაქვს ურთიერთობა. ბავშვები კი და-ძმობენ… დიდი ბიჭები არიან და სხვა ქვეყანაში ცხოვრობენ, მაგრამ როდესაც ჩამოდიან – კი.