მარიამ მათიაშვილმა “სუხიშვილები” დატოვა

35

“სუხიშვილების” სოლისტმა მარიამ მათიაშვილმა სცენა დატოვა. 

ამის შესახებ მაყურებელს წინანდალში დღეს ნინო სუხიშვილმა აცნობა. 

მარიამ მათიაშვილი სუხიშვილების ანსამბლში 20 წელი ცეკვავდა და როგორც ნინო სუხიშვილმა განაცხადა, მან არჩევანი ოჯახის სასარგებლოდ გააკეთა. 

მარიამ მათიაშვილი ცოტა ხნის წინ დაოჯახდა და მას მცირეწლოვანი შვილი ყავს. მოცეკვავე სცენიდან ცრემლებით გააცილეს.