“ძალიან დიდი გაუგებრობა გამოიწვია ჩემი წონის კლების ვიდეომ, მიწერდნენ, რომ ვიტყუები” – როგორ დაიკლო სალომე შარვაძემ ინიექციებით 17 კილოგრამი

29

სალომე შარვაძემ სოციალურ ქსელში მისი წონის კლების შესახებ ისაუბრა და გამომწერებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. სალომე იმ გაუგებრობაზეც ისაუბრა, რომელიც მის მიერ გაზიარებულ ბოლო ვიდეოს მოჰყვა – ვიდეოში სალომე რეკლამას უწევდა ერთ-ერთ კომპანიას, რომლის პროდუქტების გამოყენებასაც წონის კლებისთვის აპირებდა.

– ძალიან დიდი გაუგებრობა გამოიწვია და ძალიან ბევრი კომენტარი მოჰყვა ჩემს წონაში კლების ვიდეოს. 

 გამომდინარე იქიდან, რომ ინსტაგრამზე ძალიან ხშირად ვაზიარებ ჩემს სთორებს, ტიკტოკზე რაღაცნაირად ვერ ავეწყე. შესაბამისად, მოხდა ასეთი რამ – დავდე ვიდეო, სადაც ვამბობ, რომ 17 კილოგრამი დავიკელი და ახლა დამრჩა სულ რაღაც 10 თუ 8 კილოგრამი დასაკლები და უნდა გამოვიყენო კონკრეტული ბრენდის პროგრამა. აქ გეგონათ, რომ 17 კილო  ამ ბრენდის პროდუქტებით დავიკელი, ზოგი წერდა, რომ მე ვიტყუები და ამ 17 კილოგრამის დასაკლებად ინიექციებს ვიტარებ. 

მე არ მიყვარს ტყუილები – ყველაფერს ძალიან გულწრფელად ვაზიარებ.შესაბამისად, ინსტაგრამზე მედო ვიდეო, სადაც ვამბობ, რომ გავიკეთე სრული გამოკვლევა საქართველოშიც და სტამბოლშიც. გადაწყდა, რომ ჩემი BMI იყო 48 და სასწრაფოდ დამჭირდა, რაღაც ჩარევები გამეკეთებინა. ეს იქნებოდა ინიექცია, სწორი კვება თუ სხვა და ამ ყველაფერს თან ერთოდა წონაში კლება. 

მანამდე წონის კლების სხვადასხვა გზა ვცადე – დიეტები, ვარჯიში, მაგრამ ჩემს შემთხვევაში, ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიდან გამომდინარე, მაინც დამჭირდა ინიექციის გაკეთება. 

შესაბამისად, არავითარი ტყუილები აქ არ არის, ვინც თვალყურს მადევნებთ ინსტაგრამზე, აუცილებლად ნახავდით და არაერთხელ მქონდა გაჟღერებული ეს ყველაფერი. ტიკტოკზე არ ვდებ ხოლმე ვიდეოებს და პირდაპირ ეს ვიდეო დავდე, ამიტომ გამოიწვია ეს ამბავი. 
მე არ ვამბობ, რომ ინიექციები კარგია, თუ გამოკვლევებს არ გაიკეთებთ, არ მიმართავთ ენდოკრინოლოგს, დიეტოლოგს და მათი გადაწყვეტილებით არ გექნებათ შესაბამისი დანიშნულება. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამ ინიექციების კეთება მაშინ, როცა 5 კილოგრამი გაქვთ დასაკლები. ძალიან ბევრი გამოკვლევა გამიკეთეს, ძალიან ბევრი ანალიზი და მხოლოდ ამის შემდეგ დამინიშნეს. ამიტომ, ყოველთვის ამას ვუსვამ ხაზს, რომ ეს კარგი არ არის, ყველამ არ შეიძლება გაიკეთოს, ორგანიზმის შესაბამისი მაჩვენებელია საჭირო, რომ ეს დაგენიშნოს.

ჩემს შემთხვევაში, სამწუხაროდ, ვერაფერმა ვერ მიშველა. პირიქით, უფრო ცუდს ვაკეთებდი მოკლე დიეტებს რომ ვიცავდი და არ ვუჯერებდი ენდოკრინოლოგებს. შესაბამისად, ძალიან დიდ ზღვარზე იყო ჩემი წონა და ცხიმი ასული ორგანიზმში. ერთი წელია ვწელავ ამ პროცესს – ვცადე ერთი წლის წინ, მაგრამ რაღაცნაირად ვერ ვიკეთებდი. 

უკვე 17 კილოგრამი დავიკელი. ახლა რომ ვიყავი გამოკვლევებზე წასული, მითხრეს, რომ დაახლოებით 8-9 კილოგრამი გჭირდება კიდევო. და ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ნელ-ნელა დავემშვიდობოთ ინიექციას და გადავედით სწორ კვებაზე, ვარჯიშზე. თუმცა მანამდეც ვვარჯიშობდი, მაგრამ ჩემს შემთხვევაში წონა მაინც არ იცვლებოდა.

დაახლოებით 10 კილო მაქვს დასაკლები, თუ გინდათ, თვალყური ადევნეთ, გაგიზიარებთ ხოლმე პროცესს და ძალიან დიდი ბოდიში იმისთვის, რომ გაუგებრობა მოხდა და რომ თქვენთვის არ მქონდა გაზიარებული მანამდე ჩემი ამბები”, – ამბობს სალომე შარვაძე ვიდეომიმართვაში.