მიხეილ სააკაშვილის გვერდზე, “ფეისბუქში” გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ესაუბრება სააკაშვილი ტელეფონის საშუალებით ციხიდან უმცროს შვილს, ელის-მარია სააკაშვილს.
“ეს არის ჩემი და შენი ტელეფონით პირველი ლაპარაკი ცხოვრებაში. ვნახე სიყვარულო სიურპრიზი რომ უნდა გაგეკეთებინა და ვნახე შენი ნამუშევრები სკოლაში”, – უთხრა სააკაშვილმა ალისკას. შემდეგ კი გოგონამ მას ტელეფონით მოასმენინა, თუ როგორ უკრავს ფორტეპიანოზე.
“მიშა ძალიან მიყვარხარ და მომენატრე, როდის მოხვალ?” – ეკითხება მამას ელის-მარია სააკაშვილი.