“ახლა კარგად მომისმინეთ, ყველაფერს საკუთარი გამოცდილებიდან ვსაუბრობ!”

495

ნოდიკო ტატიშვილს კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა. ის საკუთარ ბინაში იზოლაციაშია. ინფიცირებული მომღერალი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

„დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს ყურადღებისთვის! ❤️
თქვენი გულწრფელი კეთილი სურილები ძალას მმატებს! 🙏
ბედნიერები იყავით და ჯანმრთელები მთელი ცხოვრება! 🙌
👉🏻 ახლა კარგად მომისმინეთ, მაქსიმალურად გაუფრთხილდით თავს! დაიცავით ყველა რეკომენდაცია ვირუსის პრევენციისთვის! წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთი სტრესი ხომ ისაა, რომ ვინმეს შეიძლება დაუდასტურდეს covid19 და მეორე სტრესი კიდევ ის, რომ ჯან.დაცვის სფეროში არასახარბიელო მდგომარეობაა! დეტალურად ცოტა უკეთ რომ ვიქნები, მერე მოვყვები🤦🏻‍♂️ამ ყველაფერს საკუთარი გამოცდილებიდან ვსაუბრობ!
ამიტომ გაუფრთხილდით თავს, დარჩით სახლში თუ აუცილებელი არაა გარეთ გასვლა და გაითვალისწინეთ ყველა რეკომენდაცია!
P.S მგონი ვახერხებ ხოლმე პასუხის გაცემას პირადში, თუმცა თუ ვერ გიპასუხეთ, არ გეწყინოთ!❤️🙏
– წერს ნოდიკო ტატიშვილი.