გარდაცვლილი თურქი მსახიობის დედის ჩვენება: “ის ძალიან ბევრ ალკოჰოლს სვამდა და ამავდროულად, მძიმე ანტიდეპრესანტებსაც იღებდა“
ცნობილი გახდა, რომ 35 წლის თურქი მსახიობი ეჯე ირთემი, რომელიც სერიალ “შერბეთიში” იშილის როლს ასრულებდა, 2026 წლის 15 ივნისს გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ მსახიობი გარდაცვალების წინა დღეს იუბილარი იყო.
თურქული მედიის ინფორმაციით, მსახიობი საკუთარ სახლში შეუძლოდ გახდა. პირველადი ინფორმაციით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის შეტევა სახელდება, თუმცა ოფიციალური დასკვნა შესაბამისი სამედიცინო ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
გავრცელებული ცნობებით, შემთხვევის დროს მასთან დედაც იმყოფებოდა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი მალევე მივიდა და ექიმებმა მისი გადარჩენა სცადეს, თუმცა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.
გამოცემა En.Haberler გარდაცვლილი დედის კომენტარს აქვეყნებს. გამოცემის ცნობით, საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. დედამ, ნურიე ირტემმა, რომლის ჩვენებაც პოლიციამ უკვე ჩამოართვა, განაცხადა, რომ იმ ღამეს მისი შვილი ძლიერ ნასვამი იყო, მძიმე ანტიდეპრესანტებს იღებდა და დასაძინებლადაც თავად დააწვინა
დედამ, ნურიე ირტემმა, შვილის დაბადების დღის ღამე, რომელიც ფატალურად დასრულდა, ქრონოლოგიურად ასე აღწერა:
„17:51 საათზე ჩვენი სახლის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ დაწესებულებაში წავედით დაბადების დღის აღსანიშნავად. ტორტი გავჭერით და ერთად გავერთეთ. 20:36 საათზე კი სახლში დავბრუნდით. ვინაიდან ჩემი შვილი ანტიდეპრესანტების მიღების შემდეგ ალკოჰოლისგან ძლიერ იყო მთვრალი, დასაძინებლად დავაწვინე. ღამით გავიგონე, როგორ ადგა ტუალეტით სარგებლობისთვის და მერე ისევ საწოლს დაუბრუნდა“.
დედამ აღნიშნა, რომ დილით, როცა შვილმა ვერ გაიღვიძა, მის ოთახში შევიდა. მან სურათი, რომელიც ოთახში დახვდა, შემდეგი სიტყვებით აღწერა:

„დილით საუზმეზე დავუძახე, მაგრამ არ მიპასუხა. ოთახში რომ შევედი, დავინახე, რომ პირიდან მუქი ფერის სითხე მოსდიოდა. ის ძალიან ბევრ ალკოჰოლს სვამდა და ამავდროულად, მძიმე ანტიდეპრესანტებსაც იღებდა“.
დაზუსტდა ეჯე ირტემის დაკრძალვის დეტალებიც, რომელიც მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, მის მშობლიურ ქალაქ იზმირში უნდა დაკრძალულიყო. ბოლო მონაცემებით, ახალგაზრდა მსახიობს უკანასკნელ გზაზე ოთხშაბათს, ქუშადაშიში გასამართი რელიგიური ცერემონიის შემდეგ გააცილებენ.