შაკირას ახალი შეყვარებული ჰყავს

35

მომ­ღე­რალ შა­კი­რა­სა და მსა­ხი­ობ მა­ნუ­ელ გარ­სია-რულ­ფოს შო­რის შე­საძ­ლო რო­მა­ნის შე­სა­ხებ ჭო­რე­ბი მას შემ­დეგ გავ­რცელ­და, რაც ისი­ნი ლოს-ან­ჯე­ლეს­ში ერ­თად შე­ნიშ­ნეს.

Page Six-ის პა­პა­რა­ცებ­მა შა­კი­რა და სე­რი­ალ “ლინ­კოლ­ნის ად­ვო­კა­ტის“ ვარ­სკვლა­ვი და­სავ­ლეთ ჰო­ლი­ვუდ­ში მდე­ბა­რე “სან­სეტ თა­უ­ერ ჰო­ტე­ლის“ და­ტო­ვე­ბი­სას და­ა­ფიქ­სი­რეს. ისი­ნი მან­ქა­ნის მო­ლო­დინ­ში სა­უბ­რობ­დნენ, იღი­მოდ­ნენ და სა­სი­ა­მოვ­ნოდ ატა­რებ­დნენ დროს.
ფო­ტო­ე­ბის მი­ხედ­ვით, მან­ქა­ნის მის­ვლის შემ­დეგ მა­ნუ­ელ გარ­სია-რულ­ფომ შა­კი­რას კარი გა­უ­ღო, რის შემ­დე­გაც მომ­ღე­რა­ლი მგზავ­რის სა­ვარ­ძელ­ზე დაჯ­და, თა­ვად მსა­ხი­ო­ბი კი სა­ჭეს­თან მო­თავ­სდა.

მათი ერ­თობ­ლი­ვი გა­მო­ჩე­ნის შემ­დეგ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში არა­ერ­თი კო­მენ­ტა­რი გავ­რცელ­და. ბევ­რმა გულ­შე­მატ­კი­ვარ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ შა­კი­რა და გარ­სია-რულ­ფო შე­სა­ფე­რი­სი წყვი­ლია, თუმ­ცა ამ ეტაპ­ზე მათი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია არ არ­სე­ბობს.
რაც შე­ე­ხე­ბა მა­ნუ­ელ გარ­სია-რულ­ფოს, და­სავ­ლუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, ის ბო­ლოს ოდრი მა­კგ­რო­უს ხვდე­ბო­და, თუმ­ცა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, წყვი­ლი 2026 წლის და­სა­წყის­ში და­შორ­და. ამ დრო­ის­თვის არც შა­კი­რას და არც გარ­სია-რულ­ფოს ახა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ და­უ­დას­ტუ­რე­ბი­ათ.