“ვიწყებთ აქციას ჩვენი უმუშევრობის გამო!”

341

მუსიკოსი ზაზა მარჯანიშვილი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების გამო, ფინანსურად ყველაზე მეტად, მუსიკოსები დაზარალდნენ.

მეგობრებო, ჩვენ სხვა რესტორატორებთან ერთად ვიწყებთ აქციას ჩვენი უმუშევრობის გამო, იმის გამო, რომ ბევრმა უკვე დაკარგა სამსახური, ბევრს სრულად განადგურება ემუქრება! მუსიკოსებმა ყველაზე მეტი დარტყმა მიიღეს! უმეტესობა ელემენტარული შემოსავლის გარეშეა! არ ვგულისხმობ მათ, ვისაც სხვა სტაბილური შემოსავალი აქვს! ვისაც გექნებათ დრო და სურვილი, სამშაბათს 2 ზე ვიკრიბებით ზაზანოვაში. მოდიან ტელევიზიები და ვატარებთ ბრიფინგს“, – წერს ზაზა მარჯანიშვილი.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევები დღითიდღე იმატებს. ვირუსის მართვისა და პრევენციის მიზნით, საკოორდინაციო საბჭომ 22:00 საათიდან იმერეთსა და თბილისში რესტორნების ფუნქციონირება აკრძალა.