“უცნაური გამოდგა კოვიდი…”

333

მომღერალი თიკა ფაცაცია იუბილარია, მან სოციალურ ქსელში უამრავი მილოცვა მიიღო. თიკამ კი ემოციური პოსტი გამოაქვეყნა.

“კიი დღეს ჩემი ყველაზე გამორჩეული დაბადების დღეა, დღეს ყველაზე მეტად ვიდრე ოდესმე ვიგრძენი რა ძვირფასი , მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია ადამიანური ურთიერთობები, სიყვარულის გამოხატვა ერთმანეთის მიმართ, სიხარულის ჩუქება ერთმანეთისთვის, განა არ ვიცით ეს რომ მნიშვნელოვანია? მაგრამ ამ აჩქარებულ ცხოვრებაში და ყოველდღიურობაში, ვერ ვიგებთ და ასე გარბის დროც.

არადა ერთი წამით რომ გავჩერდეთ და გავიაზროთ რა მარტივია და როგორი გადამწყვეტი ჩვენი სულიერი და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის. უცნაური გამოდგა კოვიდი, თავისი წესები აქვს, დაგვაშორა ერთმანეთს ადამიანები მაგრამ ამასთან ერთად ასეთი სიახლოვე დიდი ხანია არ მიგრძვნია.

მადლობა ყველას ვინც სიყვარული გამომიგზავნეთ. მიყვარხართ ადამიანებო ჩემს ცხოვრებაში და ადამიანებო რომლებიც ადევნებთ თვალს ჩემს ცხოვრებას. covid Birthday #6”- დაწერა თიკა ფაცაციამ, რომელმაც კოვიდ დაბადების დღის ფოტოები და სთორები გამოაქვეყნა.