თემურ უგულავას ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს

100

ბიზნესმენ  თემურ უგულავას ცხედარი საქართველოში აშშ-დან გვიან ღამით ჩამოასვენეს.

არსებული ინფორმაციით, „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი ამერიკის შეერთებულ შტატებში გარდაიცვალა, სადაც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ფილტვის სიმსივნის მძიმე ფორმას ებრძოდა და მკურნალობის კურსს გადიოდა.

სამოქალაქო პანაშვიდი 27 ივნისს ქაშვეთის ტაძარში გაიმართება, ხოლო დაკრძალვა 28 ივნისს იგეგმება.

ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებენ ბიზნესმენის მეგობრები, პარტნიორები და საზოგადოების წარმომადგენლები.