პირველ ივლისს ქართველი დიზაინერი ანუკი არეშიძე იუბილარი იყო – ის 37 წლის გახდა. ანუკი არეშიძემ დაბადების დღე მეგობრებისა და ახლობლების წრეში აღნიშნა – არაორდინალური, მრავალსართულიანი ტორტის, დახვეწილი დეკორაციებისა და ულამაზესი გარემოს ფონზე, იუბილარმა ღია ვარდისფერი მბზინავი კაბა მოირგო. ფოტოები და ვიდეოები კი წვეულებიდან სოციალურ ქსელშიც გააზიარა.

